ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრების ფორვარდმა უეინ რუნიმ ბურთი კარს ააცილა და მანჩესტერელთა 9 წლის გულშემატკივარს ხელში გაარტყა.
შეხვედრის დიდი ნაწილი ახალგაზრდა ფანმა გამოტოვა, რადგან მოტეხილობის გამო დახმარებას უწევდნენ.
რუნიმ ამის შესახებ რომ შეიტყო, ფანს ბოდიშის წერილი მისწერა და ავტოგრაფით დამშვენებული საკუთარი მაისური გაუგზავნა.