ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: ფავორიტების უსიტყვო კაპიტულაცია [VIDEO]

AutoSharing Option
რაფა ბენიტესი "ჩელსის" მესამე შეხვედრაში გაუძღვა. წინა ორისგან განსხვავებით, მისმა შეგირდებმა ამჯერად გატანა კი მოახერხეს, მაგრამ... არადა, "ლურჯებისთვის" ყველაფერი იმედიანად იწყებოდა.

მე-13 წუთზე ვიქტორ მოზესის, ფერნანდო ტორესისა და ხუან მატას კომბინაცია შედეგიანად დასრულდა. სტუმრებს პირველ ნახევარში კიდევ შეეძლოთ გატანა. იმავე მატას იუსი იასკელაინენმა აუღო, დამატებაზე კი მცველებმა იყოჩაღეს.

უშანსოდ არც სემ ელერდაისის გუნდი იყო. ჯეიმს კოლინზის პასით კევინ ნოლანმა გაიტანა კიდეც, მაგრამ ამ მომენტში მარტინ ატკინსონმა ბრანისლავ ივანოვიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. პეტრ ჩეხმა ნოლანს კიდევ
ერთი კარგი მომენტი აუღო.

მეორე ტაიმში "ვესტ ჰემი" კარგა ხანს ვერ ახერხებდა რეალური საგოლე მომენტების შექმნას. 63-ე წუთზე კარლტონ კოულმა ივანოვიჩს საჯარიმოში ორთაბრძოლა მოუგო და ახლო მანძილიდან თავით გაათანაბრა.

სიმართლე ითქვას, ეპიზოდი "ცოტა" კი ჰგავდა წესების დარღვევას. 1:1-ის შემდეგ ორივე გუნდი გაიხსნა.

"ჩელსის" ისევ არ გაუმართლა. იასკელაინენმა ჯერ ედენ აზარის დარტყმა მოიგერია, მერე ტორესს დამატებაზეც აუღო, პლუს მატას საჯარიმო ძელს მოხვდა.

მეტ ჯარვისის კონტრშეტევისას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ჩეხი, ვინც გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, მაგრამ მატჩის მიწურულს მანაც ვერაფერი გააწყო, როცა თანაგუნდელებმა ორჯერ დააღალატეს.

სტუმარმა მცველებმა საჯარიმოში ჯერ მოჰამედ დიამე დატოვეს უყურადღებოდ, მერე უკვე ეშლი კოულმა უაზროდ დაკარგა ბურთი და მოდიბო მაიგამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დააბრუნეთ არსენალი
დიახ, სწორედ ამ ამგვარი მოწოდებით გამოვიდნენ "არსენალის" ერთგული გულშემატკივრები "სუონსისთან" მატჩის დასრულების შემდეგ. "მეთოფეთა" ფანები შეშფოთებულნი არიან, რომ უელსელებთან სამარცხვინო წაგების შემდეგ მათი სათაყვანებელი გუნდი ცხრილში მე-10 ადგილზე დაეშვა.

არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით, ჩრდილოლონდონელებს ასეთი სუსტი სტარტი ჩემპიონატში ჯერ არ ჰქონიათ.

ამაზე უარესად "არსენალი" ბოლოს 1993/94 წლების სეზონში თამაშობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "გედებს" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. მიკაელ ლაუდრუპს ტრავმების გამო ლიდერები პაბლო ერნანდესი და უეინ რუტლეჯი აკლდნენ.

პირველ ტაიმში სტუმარს 2-3-ჯერ შეეძლო ვოიცეხ შჩესნის კარის აღება, მაგრამ პოლონელი მშვიდად ირჯებოდა. "ჩელსი"-"იუნაიტედის" სკანდალური მატჩის შემდეგ სამსაჯო კარიერა განაახლა მარკ კლატენბერგმა.

37 წლის არბიტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი კვალიფიკაცია პრემიერლიგას არ შეესაბამება. მან ჩიკო ფლორესის მიერ ოლივიე ჟირუს წაქცევაში წესის დარღვევა ვერ დაინახა, მაშინ, როცა ესპანელი მცველი "ბოლო იმედის ჯარიმისთვის" აშკარად გასაგდები იყო.

თუმცა მსაჯის შეცდომაზე წაგების გადაბრალება ნამეტანი იქნება. სტუმარი აშკარად უკეთესად თამაშობდა და მატჩის ბოლო წუთებზე დაცვის ორი კოშმარული ჩავარდნა ორჯერვე მიგელ მიჩუმ გამოიყენა.

კლუბში შექმნილ უმძიმეს ვითარებას ისიც დაემატა, რომ მატჩის შემდეგ "არსენალის" პრეზიდენტი პიტერ ჰილ-ვუდი ინფარქტის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არცთუ ისე წარმოუდგენელი
"მანჩესტერ სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს და იმ ფონზეც კი, როცა "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს, რობერტო მანჩინის ცუდ მუშაობაზე ლაპარაკი ძნელია.

ყველამ იცის, რომ იტალიელის გუნდი განსაკუთრებით დაუნდობელი "ეტიჰადზეა". "ევერტონმა" ეს გარემოება არაფრად ჩააგდო და მანჩესტერიდან ქულა წამოიღო. მერსისაიდელთა მხრიდან, რასაკვირველია, მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

მასპინძლებმა საპასუხო გოლი მალე გაიტანეს. ლი პრობერტიმ კუთხურის გათამაშებისას საჯარიმოში ფელაინისა და ედინ ჯეკოს ჯაჯგური წესების დარღვევად შეაფასა და ჩვენს აზრს თუ იკითხავთ, აშკარად შეცდომით.

ვილაშ ბოაშის თეორია
17 ნოემბერს კაცნაკლულმა "ტოტენჰემმა" "არსენალთან" 2:5 წააგო. მატჩის შემდეგ ანდრე ვილაშ ბოაშმა განაცხადა, რომ ეს ჩავარდნა დროებითი იყო და მისი გუნდი ამას მომდევნო ტურებშივე დაამტკიცებდა.

პორტუგალიელი მართალი აღმოჩნდა. "დეზები" მას მერე დიდებულად ათამაშდნენ და "ვესტ ჰემისა" (3:1) და "ლივერპულის" (2:1) შემდეგ მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს. ანგარიში სანდრომ 36-37 მეტრიდან (!) პირდაპირი დარტყმით გახსნა.

მეორე ტაიმში ჯერმეინ დეფომ ორჯერ ისახელა თავი. პირველად მას გილფი სიგურდსონმა გაუმართა ხელი, მეორედ - კლინტ დემპსიმ.

ცუდი მემკვიდრეობა
"ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" მინიმალური ანგარიშით სძლია, მაგრამ დანიელ აგერის გოლამდეც და მას მერეც "წითლებმა" პაულო გასანიგას კართან ზღვა მომენტები შექმნეს. მარტო ლუის სუარესს მინიმუმ სამი გოლის გატანა მართებდა.

ურუგვაელმა ერთხელ ჯარიმა ხარიხასაც მოარტყა. შტანგამ მოიგერია ჯონჯო შელვის ყუმბარისებური დარტყმაც.

დანიელმა მცველმა კი მატჩის ერთადერთი გოლი 10 მეტრიდან თავურით შეაგდო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მომენტების საშინელი რეალიზაცია ბრენდან როჯერსის "ლივერპულს" "მემკვიდრეობით" კენი დალგლიშის გუნდისგან ერგო. ჩრდილოირლანდიელს ამ კომპონენტზე მეტი ყურადღების გამახვილება მართებს.

"სტოკ სიტიმ" XIV ტურში "ნიუკასლს" შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით მოუგო. ასე მოხდა ამჯერადაც, დინ უაიტჰედმა მაიკლ კაიტლის პასით შეაგდო.

საშინელი დაცვა

"რედინგთან" მატჩის შემდგომ ალექს ფერგიუსონი საკუთარ გუნდზე იყო აღშფოთებული, ასე ცუდად დაცვაში ჯერ არასოდეს გვითამაშიაო.

გვეჩვენება, რომ შოტლანდიელი ცოტას ამეტებს, მაგრამ "ეშმაკების" უკანა ხაზი ნამდვილად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. პირველად შესანიშნავ პოზიციაში მდგომ მეტოქეს ბურთი ჯონი ევანსმა ჩააბარა, მეორე და მესამე გოლებისას კი "იუნაიტედის" ტანმაღალმა უკანახაზელებმა "ჩაიძინეს".

კუთხურის გათამაშებისას მათ ჯერ ადამ ლე ფონდრეს მისცეს დაუბრკოლებლად გატანის საშუალება, მერე შონ მორისონს. კიდევ კარგი, მოწოდების სიმაღლეზე იყო "იუნაიტედის" შეტევა.

განაპირა ნახევარმცველების წყალობით, "არისტოკრატთა" საჯარიმოში მუდმივად იგრძნობოდა დაძაბულობა. ანდერსონმა ეშლი იანგის პასით გაათანაბრა.

მერე რუნის ჯერი დადგა, ვინც ჯერ ევანსის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა, მერე კი პატრის ევრას ფლანგური გადაცემა გამოიყენა.

ბოლოს რობინ ვან პერსი მანვე დატოვა გენიალური პასით მეკარესთან პირისპირ. ჰოლანდიელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური

ვესტ ჰემი-ჩელსი 3:1
გოლები: 0:1 მატა (13), 1:1 კოული (63), 2:1 დიამე (86), 3:1 მაიგა (90)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - ობრაიენი, რიდი, კოლინზი, დემელი - ნოუბლი, ტომკინსი (46. დიამე) - ჯარვისი, ონილი (46. მ. ტეილორი), ნოლანი - კ. კოული (88. მაიგა)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, კოული - რამირესი, მიკელი - მოზესი (78. მარინი), აზარი (73. ოსკარი), მატა - ტორესი
გაფრთხილება: ნოუბლი - ჩეხი, მიკელი
კარში დარტყმა: 10-12 (8-7) კუთხური: 14-5 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 15-10 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 35 005

VideoSportall.Ge
ვესტ ჰემი - ჩელსი 3:1


არსენალი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 მიჩუ (88), 0:2 მიჩუ (90)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - გიბსი, ვერმალენი, მერტეზაკერი, ჯენკინსონი - არტეტა, უილშირი (79. როსიცკი) -კასორლა, უოლკოტი, ჟერვინიო (67. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - პოდოლსკი (67. ჟირუ)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი, კი - დაიერი, მიჩუ, დე გუზმანი (75. ტინდალი) - შეხტერი (67. მური)
გაფრთხილება: ვერმალენი -
კარში დარტყმა: 6-9 (5-7) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 0-6 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 60 098

ფულჰემი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 სანდრო (56), 0:2 დეფო (72), 0:3 დეფო (77)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიისე, ჰიუზი, სენდეროსი, რიტერი (29. კელი) - ფრეი (62. დაფი), დიარა, სიდუელი, დეჟაგა - ბერბატოვი, პეტრიჩი (79. როდალიეგა)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ნაუტონი, დოუსონი (17. გალასი), კოლკერი, ვერტონგენი - სანდრო, დემბელე (84. კეროლი) - ლენონი, დემპსი, ბეილი (62. სიგურდსონი) - დეფო
გაფრთხილება: - ბეილი, გალასი
კარში დარტყმა: 8-10 (2-6) კუთხური: 2-1 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 25 424

VideoSportall.Ge
ფულჰემი - ტოტენჰემი 0:3


ლივერპული-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 აგერი (43)
ლივერპული (4-4-2): რეინა - ხ. ენრიკე, აგერი, შკრტელი, ჯონსონი - ალენი (69. ჰენდერსონი), ლუკასი (88. კარაგერი), ჯერარდი, შელვი - სტერლინგი, სუარესი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - კლაინი, ფონტე, იოშიდა, შოუ - შნაიდერლინი, კორკი (70. ს. დევისი) - პანჩეონი (77. როდრიგესი), ლალანა, რამირესი - ლამბერტი
გაფრთხილება: სუარესი, კარაგერი -
კარში დარტყმა: 20-6 (12-2) კუთხური: 10-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 45 525

VideoSportall.Ge
ლივერპული - საუთჰემპტონი 1:0


სიტი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ფელაინი (33), 1:1 ტევესი (43-პენ)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კოლაროვი (7. საბალეტა), კომპანი, ლესკოტი, მაიკონი - ბერი, ტურე - ნასრი, ტევესი (68. აგუერო), დ. სილვა - ჯეკო (81. ბალოტელი)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ნეისმიტი (73. ოვიედო), გიბსონი, ოსმანი, პიენაარი - ფელაინი, იელავიჩი (90+1. ჰეიტინგა)
გაფრთხილება: ლესკოტი, საბალეტა - ფელაინი
კარში დარტყმა: 8-6 (5-4) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 47 386

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ევერტონი 1:1


ქუინზ პარკი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ჰოლმენი (8), 1:1 მაკი (18)
ქუინზ პარკი (4-1-4-1): გრინი - ტრაორე, ჰილი, ნელსენი, ბოსინგვა - მბია (39. დერი) - ტაარაბტი, დიაკიტე (69. ჰოილეტი), გრანერო (46. პარკი), რაიტ-ფილიპსი - მაკი
ასტონ ვილა (4-3-2-1): გუზანი - ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლიშაი - ჰერდი (66. უილიამსი), ვესტვუდი, ბენანი (67. დელფი) - ჰოლმენი (70. ელ აჰმადი), აგბონლაჰორი - ბენტეკე
გაფრთხილება: დერი - ბეიკერი, ლოუტონი
კარში დარტყმა: 12-6 (9-2) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 7-6 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 17 387

ვესტ ბრომვიჩი-სტოკ სიტი 0:1
გოლი: 0:1 უაიტჰედი (75)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - პოპოვი, ოლსონი, მაკოლი, რიდი - გერა (64. ოდემვინგე), მულუმბუ, იაკობი (81. ბრანტი), დორანსი - როსენბერგი (64. ლუკაკუ), ლონგი
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - შოტონი, ჰუთი, შოუკროსი, კემერონი - უოლტერსი, უელანი, ნზონზი, ადამი (65. უაიტჰედი), ეთერინგტონი (60. კაიტლი) - ჯონსი
გაფრთხილება: - ჰუთი, ადამი, შოუკროსი
კარში დარტყმა: 8-4 (5-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 11-17 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 24 739

რედინგი-იუნაიტედი 3:4
გოლები: 1:0 რობსონ-კანუ (8), 1:1 ანდერსონი (13), 1:2 რუნი (16-პენ), 2:2 ლე ფონდრე (19), 3:2 მორისონი (23), 3:3 რუნი (30), 3:4 ვან პერსი (34)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - შორი, მარიაპა, მორისონი, კამინგსი - მაკანუფი (79. მაკლირი), ტაბი, ლიგერტვუდი, რობსონ-კანუ (83. ჰანტი) - ლე ფონდრე, რობერტსი (69. პოგრებნიაკი)
იუნაიტედი (4-1-4-1): ლინდეგორი - რაფაელი (31. სმოლინგი), ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კერიკი, ანდერსონი (45. ჯონსი), ფლეტჩერი, რუნი, იანგი - ვან პერსი (74. უელბეკი)
გაფრთხილება: ტაბი - რაფაელი
კარში დარტყმა: 11-9 (8-5) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 8-12 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 24 095

VideoSportall.Ge
რედინგი - მანჩესტერ იუნაიტედი 3:4


ნორვიჩი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ბასონგი (8), 2:0 პიკლინგტონი (37), 2:1 გარდნერი (45)
ნორვიჩი (4-2-3-1): ბენი - გარიდო, ბასონგი, ბენეტი, უიტეკერი - ბ. ჯონსონი, ტეტი - პიკლინგტონი, ჰულაჰანი (88. ჰოუსონი), სნოდგრასი (78. ე. ბენეტი) - ჰოლტი
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ბერდსლი, კუელიარი, კილგალონი, როუზი - ლარსონი (90. დ. ვონი), გარდნერი, ე. ჯონსონი, მაკლინი (85. ფ. კემპბელი) - სესინიონი, ფლეტჩერი (46. უიკჰემი)
გაფრთხილება: - კილგალონი, ბერდსლი
კარში დარტყმა: 5-15 (3-7) კუთხური: 2-6 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 11-17 ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 26 228

ნიუკასლი-უიგანი - 3 დეკემბერი, 00:00

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 15 12 0 3 37-21 36
2 სიტი 15 9 6 0 28-11 33
3 ჩელსი 15 7 5 3 25-16 26
4 ტოტენჰემი 15 8 2 5 28-23 26
5 ვესტ ბრომვიჩი 15 8 2 5 24-19 26
6 ევერტონი 15 5 8 2 25-19 23
7 სუონსი 15 6 5 4 23-17 23
8 ვესტ ჰემი 15 6 4 5 19-17 22
9 სტოკ სიტი 15 5 7 3 14-12 22
10 არსენალი 15 5 6 4 24-16 21
11 ლივერპული 15 4 7 4 19-18 19
12 ნორვიჩი 15 4 7 4 13-21 19
13 ფულჰემი 15 4 5 6 25-26 17
14 ნიუკასლი 14 3 5 6 14-21 14
15 უიგანი 14 4 2 8 15-25 14
16 ასტონ ვილა 15 3 5 7 12-23 14
17 სანდერლენდი 14 2 7 5 13-18 13
18 საუთჰემპტონი 15 3 3 9 21-32 12
19 რედინგი 14 1 6 7 19-27 9
20 ქუინზ პარკი 15 0 6 9 11-27 6

ბომბარდირები
10 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი); 8 - დემბა ბა (ნიუკასლი), მარუან ფელაინი (ევერტონი).

მომდევნო ტური
8 დეკემბერი
ასტონ ვილა-სტოკი, საუთჰემპტონი-რედინგი, სუონსი-ნორვიჩი, უიგანი-ქპრ, არსენალი-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-ჩელსი.

9 დეკემბერი
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-ლივერპული.

10 დეკემბერი
ფულჰემი-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული