ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"ასტონ ვილასთან" შინ მოულოდნელი მარცხის შემდეგ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის თავზე ღრუბლები ისევ მოიქუფრა.

39 წლის ჩრდილოირლანდიელმა აღიარა, რომ ესოდენ სუსტი თამაში დიდწილად მისი ბრალი იყო და ამით გუნდმა მნიშვნელოვნად დაიხია უკან.

როჯერსს დიდი იმედი აქვს, რომ "წითლები" სიტუაციას "ფულჰემთან" მომდევნო ტურში გამოასწორებენ. აი, რა თქვა მან კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში:

"კარგ გუნდს პასუხისმგებლობის გრძნობა გამოარჩევს. თუკი გვაქვს ამბიცია, რომ ასეთად ვიწოდებოდეთ, მაშინ მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ შედეგებს.

დააკვირდით გუნდის პროგრესს, ცალკეული
ფეხბურთელების წინსვლას. იმით, რასაც ვხედავ, პირადად კმაყოფილი ვარ.

ყველას გააზრებული გვაქვს, რომ წინ ძალიან გრძელი გზა გვაქვს. ისიც გვესმის, რომ შეუძლებელია მუდმივად წინ სიარული, ხანდახდან ფეხი დაგვიცდება ხოლმე, მაგრამ ყოველი ასეთი შეფერხების შემდეგ მნიშვნელოვანია, ზუსტი დასკვნა გამოგვქონდეს".


საკლუბო საიტის გარდა, როჯერსმა მატჩი "ლივერპულ დეილი პოსტშიც" შეაფასა, სადაც სულ სხვა გარემოებებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, წამყვანი ფეხბურთელების ნაწილი უკვე გადაღლილია. მაგალითისთვის მან რაჰემ სტერლინგი მოიყვანა:

"ეჭვიც არ მეპარება, რომ სტერლინგს დასვენება ჰაერივით სჭირდება. ამ თემაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვფიქრობ.

გადაღლილობის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი გრძელი სათადარიგოთა სკამია. ჯერ კიდევ არ ვიცი, ვის შეუძლია რაჰემის ჩანაცვლება. მის პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ბოლო ხანს მისმა ეფექტურობამ იკლო.

იმავეს თქმა შეიძლება ჯო ალენზეც. სიმართლე რომ გითხრათ, მგონია, რომ მათ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად სჭირდებათ განტვირთვა".


ტურის მწვრთნელი
XVII ტურის საუკეთესო მწვრთნელად "ქუინზ პარკის" თავკაცი ჰარი რედნაპი მიგვაჩნია.

65 წლის სპეციალისტი აბსოლუტურად დემორალიზებულ გუნდს პირველად 27 ნოემბერს გაუძღვა და მას მერე ოთხ თამაშში "რეინჯერებმა" 6 ქულა აიღეს. აქედან 2 გასვლაზე უშუალო კონკურენტებთან - "სანდერლენდსა" და "უიგანთან". ამჯერად კი ლონდონელებმა თანაქალაქელი "ფულჰემი" დაამარცხეს.

მართალია, მასპინძლებმა ძირითადად მათი ლიდერის, ადელ ტაარაბტის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იმარჯვეს, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, გუნდი როგორი თავგანწირვით იცავდა თავს პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმისგან.

"დღევანდელი 3 ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. მეტსაც გეტყვით, ასე რომ არ მომხდარიყო, უდიდესი უსამართლობა იქნებოდა. ტაარაბტის გოლებმა კი მატჩი ისევე დაამშვენა, როგორც ტორტს ალამაზებს მწიფე ალუბლები".

ტურის გმირი
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მე-4 ჰეთ თრიკის მოწმენი გავხდით და რასაკვირველია, უფლება არ გვქონდა, "არსენალის" 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა საუკეთესოდ არ გვეცნო.

ესპანელმა ამ გმირობას მე-80 წუთზე საგოლე პასიც დაამატა. სანტის გადაცემით მატჩის საბოლოო ანგარიში თეო უოლკოტმა დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა მოკლედ მოჭრა, კასორლა ტოპკლასის მოთამაშეა და უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ გვიყიდიაო.

Sportall.Ge

ბომბარდირები
12 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
11 - დემბა ბა (ნიუკასლი)
10 - ლუის სუარესი (ლივერპული),
9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
8 - მარუან ფელაინი (ევერტონი)
7 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), სანტი კასორლა (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ასისტენტები
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
6 - ხუან მატა (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი)
5 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გოლი+პასი
17 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 12+5
14 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 7+7
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 12+1,
12 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 10+2, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+5, ხუან მატა (ჩელსი) - 6+6, დემბა ბა (ნიუკასლი) - 11+1
11 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 9+2, მარუან ფელაინი (ევერტონი) - 8+3, სანტი კასორლა (არსენალი) 7+4

გაფრთხილებები
7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი),
6 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), ლუის სუარესი (ლივერპული)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
3. მარუან ფელაინი (ევერტონი)
4. ხუან მატა (ჩელსი)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
169 მატჩი
116 მოგება
53 ფრე
82 მშრალად შენახული კარები
15 უგოლო მატჩი
477 გოლი
4 ჰეთ თრიკი
27 პენალტი
14 ჯარიმა
97 თავით
339 ფეხით
2.82 საშუალო შედეგიანობა
21 ავტოგოლი
454 ფეხბურთელი
26.1 საშუალო ასაკი
297 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
516 ყვითელი ბარათი
23 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
15 გაძევება წითელი ბარათით

მომდევნო ტური
22 დეკემბერი
უიგანი-არსენალი, სიტი-რედინგი, ნიუკასლი-ქუინზ პარკი, საუთჰემპტ-სანდერლენდი, ტოტენჰემი-სტოკ სიტი, ვესტ ბრომ-ნორვიჩი, ვესტ ჰემი-ევერტონი, ლივერპული-ფულჰემი

23 დეკემბერი
სუონსი-იუნაიტედი, ჩელსი-ასტონ ვილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: წაგება "ენფილდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული