მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი და გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი 4 იანვარს გამართულ ვარჯიშზე ერთმანეთს წაეკიდნენ.

კონფლიქტი ინგლისის მოქმედი ჩემპიონების ბაზაზე, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, იტალიელ მწვრთნელსა და მის თანამემამულე ფეხბურთელს შორის კამათი და გაწევ-გამოწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარჯიშზე მარიო სკოტ სინკლერს ფეხებში უხეშად ჩაუვარდა.

აღნიშნულმა ინციდენტმა კიდევ უფრო გაამრავლა ხმები 22 წლის ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიდან" შესაძლო წასვლასა და იტალიაში უკვე ამ ზამთარს დაბრუნებაზე.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ბალოტელი ერთადერთია, ვისაც პრემიერლიგაში რამის შეცვლა შეუძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული