კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს

AutoSharing Option
კარლოს ტევესს თავის დროზე “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვიდრე ამ წუთას მარიო ბალოტელის.

არგენტინელმა თანაგუნდელისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება სახალხოდ გადაწყვიტა და განაცხადა: “მსგავსი ინციდენტები ყველა გუნდში მომხდარა, სადაც კი ოდესმე მითამაშია, მაგრამ მთავარი “პრობლემა” სწორედ ბალოტელიშია. პრესა მას სხვებზე მეტ ყურადღებას უთმობს და ცხადია, როცა ის რამეს აშავებს, გაზეთები უჩვეულოდ დიდ ხმაურს ტეხენ. ყველაფერს გავაკეთებ მარიოს დასახმარებლად. მე და მას ხომ კარგად გვესმის ერთმანეთის როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

კარგად გეხსომებათ, რომ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები მეც
მქონდა. ჰოდა, ძალიან არ მინდა, რომ მარიომ ჩემი შეცდომები გაიმეოროს. ამჟამად ის დიდი მონდომებით ვარჯიშობს და ყველაფერს აკეთებს სიტუა
ციის გამოსასწორებლად”.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელს შეთავაზებები ძირითადად სამშობლოდან აქვს. მისით ყველაზე მეტად “მილანი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულები.

სამხრეთელთა პრეზიდენტის, გვიდო დე ლაურენტისის თქმით, ის მზადაა მანჩესტერელებთან მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა ფრთხილობს კიდეც.

“გუნდებს იანვარში წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვება ეძნელებათ ხოლმე. ზამთარში დიდი ინვესტიციები შემადგენლობის გასაძლიერებლად ცოტა სარისკო საქმეც კია და ჩვენც ვეცდებით, ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ გავზომოთ. ჩვენი მუშაობის შედეგებს 31 იანვარს შეაფასებთ,” – აცხადებს “ნაპოლის” პრეზიდენტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბალოტელის მიერ დანგრეული ხიდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული