თავზარდამცემი სიმართლე გაზაზე

AutoSharing Option
ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ პოლ გასკოინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. სახელგანთქმული ნახევარმცველი რეანიმაციაშიც კი მოხვდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

"დეილი სტარმა" 13 თებერვლის ნომერში ამ თემას სპეციალური სტატია მიუძღვნა.

გაზას ყოფილი მეზობელი შეინ ებოტი ამტკიცებს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ანტიდეპრესანტებსაც უზომოდ იღებდა. ყოფილა შემთხვევა, პოლს დღეში 30-მდე ტაბლეტიც კი დაულევია.

ერთხელ კი ქალბატონი ებოტი იმასაც შეესწრო, როგორ იკეთებდა ის კოკაინს. ის პარალელურად არც ალკოჰოლზე ამბობდა უარს. "დეილი სტარის" მტკიცებით, გაზამ საავადმყოფოში გადაყვანამდე 2 ბოთლი ჯინი და
15 ქილა ლუდი "სტელა არტუა" დალია. "პოლი სულ უფრო მეტს სვამდა და საკუთარ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა - დღეში, ალბათ, 2 ლიტრამდე ჯინს, თუ მეტს არა. მისი მაცივარი ბოთლებით იყო გადავსებული. ამ ყველაფერს ის თავად ყიდულობდა ან მეგობრებს სთხოვდა და მათ მოჰქონდათ. პოლი მხოლოდ მას შემდეგ ჩერდებოდა, როცა იატაკზე უგონოდ ეცემოდა. იმის თვითმხილველიც ვარ, როგორ იკეთებდა ფეხზე ნარკოტიკს, რასაც იმით ხსნიდა, რომ მკლავებზე ინექციის კვალი დაემალა. მიმტკიცებდა, შემიძლია ამ პრობლემებს გავუმკლავდეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა," – აცხადებს შეინ ებოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პოლ გასკოინი რეანიმაციაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული