რაფაელ ბენიტესი ფანებს: დამშვიდდით, ისედაც მივდივარ "ჩელსიდან"!

AutoSharing Option
"მიდლსბროსთან" მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესმა დაადასტურა, რომ ფანების ობსტრუქციით იმდენად არის გაბრაზებული, რომ "ჩელსიში" დარჩენას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა რობერტო დი მატეოს ნაცვლად დროებით თავკაცად ესპანელი რაფაელ ბენიტესი დანიშნა. მას მერე "ჩელსის" ფანების გარკვეული ჯგუფი მუდამ ობსტრუქციას უმართავს ესპანელს.

ბენიტესის მოთმინების ფიალა "მიდლსბროსთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ აივსო.

"26 წელიწადია, ფეხბურთში ვარ, მოვიგე თითქმის ყველაფერი, რაც კი საკლუბო ფეხბურთში შეიძლება მწვრთნელმა მოიგოს. ამ დროს ფანების ჯგუფი ყველანაირად ხელს უშლის გუნდს წარმატებაში, უპირისპირდება საკუთარი გუნდის მწვრთნელს, ფეხბურთელებს. ეს
ყველაფერი აღმაშფოთებელია.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ვიღაცამ კონტრაქტში დაამატა "დეტალი" "მოვალეობის შემსრულებელი".

მოკლედ, მინდა ფანების ამ ნაწილს გადავცე: დროს ტყუილად ნუ ხარჯავთ, ზაფხულში გუნდიდან აუცილებლად წავალ".

საკლუბო ფეხბურთში 9 ტიტულის მომგებ მწვრთნელს "ჩელსის" ფანები მართლაც ცუდად გადაეკიდნენ. "მიდლსბროსთან" მატჩში ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: "რომან, ჩვენ არ შეგვიკვეთავს მსუქანი ესპანელი ოფიციანტი მწვრთნელად".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დაპირისპირება კაპიტანსა და მწვრთნელს შორის? ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა ჩამახედა მაგის თავში, თუმცა ფულის გარდა არაფერი იქნება.
ზოდი
03:40 01-03-2013
0
დი მატეოს გაგდება შეილებოდა? კაცმა ლიგა მოაგებინა ჩელსის, ანუ ის რაც ვერ მოახერხა მაურინიომ და ბევრმა. აბრამოვიჩ, შენ თავში ჩამახედა
შაკო
17:51 28-02-2013
0

სიახლეები პოპულარული