ბრენდან როჯერსი: ლუის სუარესი მსოფლიო დონის ვარსკვლავია [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა "უიგან ატლეტიკი". გამარჯვებაში ლომის წილი ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა დაიდო, რომლის ანგარიშზეც ჰეთთრიკია. ანგარიში კი მე-2 წუთზე სტიუარტ დაუნინგმა გახსნა.

მატჩის შემდეგ მედიას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი წარუდგა, რომელმაც ცაში აიყვანა ქებით ლუის სუარესი: "ლუისთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ის ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს და ბოლომდე იხარჯება. რაც ყველაზე მთავარია, ლუისი მუდმივად პროგრესირებს. ამ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს ბუნებისგან მონიჭებული: მაღალი კლასი, გოლეადორის თვისებები, შრომისუნარიანობა, ამიტომაც ლუისი მსოფლიო დონის ვარსკვლავია".

VideoSportall.Ge
უიგანი -
ლივერპული 0:4


ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: მესამე ადგილს შევინარჩუნებთ [VIDEO]
ალექს ფეგიუსონმა შინჯი კაგავა შეაქო [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული