ჰოლანდიელმა ლონდონში ასოციაციის თასი მოიგო და პლუს, გუნდი პრემიერლიგაში მე-3 ადგილზე გაიყვანა. ამ ეტაპზე იტალიელ "მაესტროს" სხვა გეგმები აქვს. კაპელო რუსეთის ნაკრებს ორი მატჩისთვის მოამზადებს
"პირადად ვმუშაობდი კაპელოს კონტრაქტზე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იტალიელს არ აქვს უფლება, ნაკრების პარალელურად სხვა პოსტი შეითავსოს. ჰიდინკის მაგალითი უადგილოა, ჰოლანდიელს ამის უფლებას ხელშეკრულება აძლევდა. თუმცა შესაძლებელია, კაპელომ უშუალოდ სთხოვოს ფედერაციის პრეზიდენტს ამის შესახებ და ბატონი ტოლსტიხი პირადად გადაწყვეტს ამ საკითხს," – აცხადებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკიტა სიმონიანი.
ინგლისური პრესა კიდევ ერთ საინტერესო ვარიანტს განიხილავს: შესაძლოა, "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდეს ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ლონდონური გრანდიდან რომან აბრამოვიჩს კი არ გაუგდია, თავად წავიდა. ვგულისხმობთ 66 წლის გუუს ჰიდინკს. ამჟამად ჰოლანდიელი მახაჩყალის "ანჟის" მთავარი მწვრთნელია. ვეტერანმა სპეციალისტმა სწორედ ამ დღეებში განუცხადა მასმედიას, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაიფიქრა და თანაც, არც ის გამორიცხა, რომ "ანჟიდან" წავიდეს.
"ჩელსის" მომავალი მწვრთნელის შესახებ დისკუსიებში იტალიური პრესაც ჩაერთო. ჩვენი აპენინელი კოლეგების ვარაუდით, ლონდონურ გრანდს მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაცარი ჩაიბარებს.
მთავარი ჩელსია
პეტრ ჩეხი "ჩელსიში" 2004 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ის ერთ-ერთი დამსახურებული ვეტერანია, რომელსაც გუნდში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი სიტყვა ეთქმის. ბენიტესსა და გულშემატკივარს შორის არსებულ ანტაგონიზმზე საჯაროდ ლაპარაკს ფეხბურთელები თავს არიდებენ. ერთადერთი, ვინც ბოლო პერიოდში ამ თემაზე ხმა ამოიღო, ეს სწორედ ჩეხი ვარსკვლავია.
აი, რას ამბობს ის: "- ბენიტესს აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს; გულშემატკივარს აქვს უფლება, ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობს, მაგრამ მთავარი კლუბის ერთიანობაა. არ ვიცი ზუსტად რა ილაპარაკა მიდლსბროში გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ ეპოქაში ვცხოვრობთ. უპირველესი საზრუნავი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ფანები კი არა, კლუბის ინტერესებია.
"ჩელსიმ" ბენიტესი იმიტომ მოიწვია, რომ მან გუნდის შედეგები უნდა გააუმჯობესოს. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მიზნების მიღწევაში დაგვეხმაროს. "ჩელსიში" ყველა ვალდებულია, ერთ ტალღაზე იყოს მომართული, ვინც უნდა იყოს ის. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა ჩემპიონატში მესამე ადგილი მაინც დავიკავოთ და ინგლისის თასზე გავიმარჯვოთ," – განაცხადა ჩეხმა რადიო TalkSPORT-ის ეთერში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: მესამე ადგილს შევინარჩუნებთ [VIDEO]
პეტრ ჩეხი: ლონდონის "ჩელსი" უნდა იყოს ერთიანი