"არ ვიცი, რა ითქვა მიდლსბროს პრესკონფერენციაზე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიის საუკუნეში და ბენიტესსაც აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მსგავსი უფლება აქვთ გულშემატკივრებსაც.
მაგრამ მთავარი არა მწვრთნელი და ფეხბურთელებია, არამედ კლუბი, რომელმაც მიიწვია ბენიტესი, რათა მას შედეგები გაეუმჯობესებინა და მოცემული მიზნები განეხორციელებინა.
ის, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს. ჩვენ, ფეხბურთელებს იგივე გვმართებს - შევეცადოთ, მოვიგოთ მატჩები, პროგრესი გვქონდეს და დაკისრებული ამოცანები შევასრულოთ.
კლუბში ყველა ერთი
ყველანაირად ვცდილობთ, წინ წავიწიოთ და ჩემპიონატში თუნდაც მესამე ადგილი დავიკავოთ.
შევეცდებით, ინგლისის თასი და ევროპის ლიგა მოვიგოთ", - თქვა ჩეხმა TalkSPORT-თან საუბარში.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVIII ტური: პირველი მეგოლის მეორე ჰეთ თრიკი [VIDEO]