ლაუდრუპმა "სუონსისთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მიქაელ ლაუდრუპმა "სუონსისთან" კონტრაქტი ერთი წლით, 2015 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა და მის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე სპეკულაციებს ბოლო მოუღო.

48 წლის დანიელმა, რომლის გადაბირებითაც, ჟურნალისტების ცნობით, მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იყვნენ დაინტერესებულნი, "სუონსის" ევროპის ლიგაზე გაძღოლის სურვილი გამოთქვა.

"ჩვენ ამ სეზონში საფუძველი ჩავყარეთ და მუშაობის გაგრძელება მსურს. ვიცი, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ ბედნიერი ვიყავი და წასვლას არ ვაპირებდი," – განაცხადა ლაუდრუპმა.

შეგახსენებთ, რომ უელსურმა კლუბმა, ინგლისის ლიგის თასის ფინალში "ბრედფორდს"
5:0 მოუგო და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის თასი: ყველაზე დიდი გამარჯვება კარიერაში



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული