ინგლისური პრემიერლიგა პოზიციებს კარგავს

AutoSharing Option
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ პირველად 17 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერც ერთმა ინგლისურმა კლუბმა ვერ გააღწია.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" პლეი ოფშიც კი ვერ გავიდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "არსენალმა" კი 1/8-ფინალში დაასრულეს ასპარეზობა. წარუმატებლობამ პრემიერლიგას უეფას კოეფიციენტების ცხრილში პირველი ადგილი დააკარგვინა, რამაც ინგლისური პრესა უკვე აალაპარაკა.

მიმდინარე სეზონი ინგლისის ჩემპიონატმა 84,410 ქულით ლიდერის რანგში დაიწყო. მისი უპირატესობა ესპანეთთან (84,186) მიზერული გახლდათ. მათ გერმანია სოლიდურად ჩამორჩებოდა (75,186), მაგრამ დღეს რეალობა უკვე სხვაგვარია. ინგლისს 79,829 ქულა შერჩა, "დორტმუნდისა" და "ბაიერნის"
წარმატებებმა კი გერმანიის რეიტინგზე დადებითად იმოქმედა. ბუნდესლიგას უკვე 76,757 ქულა აქვს.

"გარდიანის" გათვლით, გერმანულ გრანდებს შანსი აქვთ, ინგლისს მეორე პოზიციაც წაართვან. თუმცა კუნძულელების მდგომარეობას უიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პრემიერლიგის პრესტიჟის შენარჩუნება ევროპალიგაზე მონაწილე გუნდებს: "ტოტენჰემს", "ნიუკასლსა" და "ჩელსის" შეუძლიათ, მაშინ, როცა ბუნდესლიგას "შტუტგარტიღა" შემორჩა. 

განგაშის ზარების შემოკვრას არა, მაგრამ კრიზისული სიტუაციის სერიოზულად შესწავლას მოითხოვს "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი. აი, რას ამბობს ის: "მთელი ეს სტატისტიკა ინგლისურ კლუბებს სერიოზულად აფიქრებთ. არადა, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდებს შეეძლოთ, უკეთ ეთამაშათ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს ვერ გააკეთეს. უკუსვლის ტენდენცია დიდი ხანია, შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ჩემპიონატები დონით გაგვითანაბრდნენ. თუკი გვინდა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, სერიოზულად დაფიქრება გვმართებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ძალიან ახლოს ვიყავით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი კაი ტიპია, მაგარი კარიკატურისტია , გოალ.კომ ზე მაგარი კარიკატურები იჩითება ომარასი
0
ომარ მომანი კაი ტიპია? ისე წერთ თითქოს უნდა ვიცოდეთ და ქვას ხეთქავს :)))
Karlo
17:35 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული