არსენ ვენგერი იანვარშიც გეგმავდა, მაგრამ...

AutoSharing Option
ბრიტანული და არამარტო ბრიტანული პრესა ბოლო დღეებში "არსენალის" სატრანსფერო გეგმებზე ძალიან ბევრს წერს. "მეთოფეები" ამ თემაზე იანვარშიც სერიოზულ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, საბოლოოდ არავინ არ უყიდიათ. ჩვენი ვალია, მკითხველს დროულად ვაცნობოთ ყოველივე. მაგალითად, Sport.es წერს, რომ ჩრდილოლონდონელები მზად არიან, "ბარსელონასთან" ერთბაშად სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაიწყონ მუშაობა - ვიქტორ ვალდესის, დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესის. "დეილი სტარის" მტკიცებით კი, პრემიერლიგიდან "ქუინზ პარკის" გავარდნის შემთხვევაში არსენ ვენგერი "რეინჯერებს" კრისტოფერ სამბასა და ლოიკ რემის გაყიდვას შესთავაზებს. ფრანგი სპეციალისტი თანაქალაქელს 18 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
"სანი" "არსენალის" კიდევ ერთ სამიზნეზე წერს. ლაპარაკია ნიგერიის ნაკრებისა და "სანშაინ სტარზის" 22 წლის ცენტრალურ მცველ გოდფრი ობოაბონაზე. გარიგება სულ რაღაც 1 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

უილშირს პლუს პოდოლსკი
"არსენალის" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯეკ უილშირი 17-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს შარშან ოქტომბრის ბოლოსღა დაუბრუნდა. მას შემდეგ პრემიერლიგაში ფეხბურთელმა 17 თამაში ჩაატარა, თანაც ყველა ძირითად შემადგენლობაში. 3 მარტს "ტოტენჰემთან" დერბიში მან კოჭის ტრავმა მიიღო, რის მერეც მასმედია მასზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდა. ზოგიერთი წყარო ჯეკს თვე-ნახევრიან პაუზას უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი წერდა, რომ საშიში არაფერი იყო. ამ დღეებში გაირკვა, რომ უილშირმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ვენგერმა ის უქმეებზე "რედინგთან" ძირითადშიც კი ათამაშოს.

სულ ბოლოს კი "არსენალის" 27 წლის გერმანელ თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკიზე ვთქვათ. "პრინც პოლდის" თებერვლიდან მოყოლებული ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან თამაშს სერიოზულად უკლო. Goal.com-ის ცნობით, ზაფხულზე ლუკასს ოპერაციას გაუკეთებენ, იქამდე კი მას ტკივილის მოთმენა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული