უილშირს პლუს პოდოლსკი
"არსენალის" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯეკ უილშირი 17-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს შარშან ოქტომბრის ბოლოსღა დაუბრუნდა. მას შემდეგ პრემიერლიგაში ფეხბურთელმა 17 თამაში ჩაატარა, თანაც ყველა ძირითად შემადგენლობაში. 3 მარტს "ტოტენჰემთან" დერბიში მან კოჭის ტრავმა მიიღო, რის მერეც მასმედია მასზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდა. ზოგიერთი წყარო ჯეკს თვე-ნახევრიან პაუზას უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი წერდა, რომ საშიში არაფერი იყო. ამ დღეებში გაირკვა, რომ უილშირმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ვენგერმა ის უქმეებზე "რედინგთან" ძირითადშიც კი ათამაშოს.
სულ ბოლოს კი "არსენალის" 27 წლის გერმანელ თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკიზე ვთქვათ. "პრინც პოლდის" თებერვლიდან მოყოლებული ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან თამაშს სერიოზულად უკლო. Goal.com-ის ცნობით, ზაფხულზე ლუკასს ოპერაციას გაუკეთებენ, იქამდე კი მას ტკივილის მოთმენა მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს [VIDEO]