
29 წლის ჰოლანდიელი "იუნაიტედში" "არსენალიდან" ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გააფორმა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ვან პერსიმ პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
"მომავალ რამდენიმე წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გავატარებ. არაა გამორიცხული, უფრო დიდი ხნითაც დავრჩე. შესაძლოა, "იუნაიტედი" ჩემი ბოლო კლუბია", - თქვა ვან პერსიმ.
ჰოლანდიელის თქმით, ის შეძლებს თამაშს იმავე ასაკში, რომელშიც რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არიან.
"ევროპაში ბევრი კლუბია, სა
"იუნაიტედში" ყოველდღე ახალ გამოწვევები მაქვს. ჩემი განვითარება გრძელდება. ჩემს გარშემო ახალი მწვრთნელებისა და ახალი ფეხბურთელების გამოჩენა სტიმულს მაძლევს", - აღნიშნა ფორვარდმა.
მომზადებულია ВВС-ის მიხედვით