პრემიერლიგა. XXXVI ტური: "ჩელსის" ხუთიდან სამი [VIDEO]

AutoSharing Option
საჩემპიონო რბოლის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძველებურად შემართული უკვე აღარ არის.

სატურნირო მოტივაციის დაოკების გარდა, "წითელ ეშმაკებს" კვირას, "ჩელსისთან" შესუსტებულმა შემადგენლობამაც შეუშალა ხელი. ლონდონელები, მიუხედავად ყბადაღებული გადატვირთული გრაფიკისა (7 თამაში 21 დღეში), ხალისიანად გამოიყურებოდნენ და მატჩის სადავეები პირველიდან ბოლო წუთამდე ეპყრათ ხელთ.

რაფა ბენიტესის შეგირდების წარმატებაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია, რადგან "ჩელსიმ" მეტოქე წელს მესამედ დაამარცხა.

პირველად ეს ლიგის თასის მე-4 ეტაპზე მოხდა (5:4 რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით), შემდეგ იგივე განმეორდა ასოციაციის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ შეხვედრაშიც (1:0) და აგერ, უკვე უქმეებზეც.

სტუმრებმა ბურთზე კონტროლი იოლად დააწესეს და ზედიზედ შექმნეს სახიფათო მომენტები ანდერს ლინდეგორის კართან. განსაკუთრებით აქტიურობდა დემბა ბა. პირველი რეალური მომენტი ოსკარმა შექმნა. დანიელმა გოლკიპერმა ბრაზილიელს ახლო დაბალ კუთხეში დარტყმული სასწაული რეაქციის წყალობით აუღო, შემდეგ კი ძელიდან უკუგდებული უკვე ხელებში მოიქცია.

მეორე ტაიმში ალექს ფერგიუსონს ვერც შეცვლებმა გაუმართლა. ალექსანდერ ბიუტნერმა და უეინ რუნიმ გუნდს ღირებული ვერაფერი შემატეს, ხავიერ ერნანდესს კი საამისოდ დროც არ ჰქონია.

"ჩელსიმ" შეხვედრის ბედი 87-ე წუთზე გადაწყვიტა. რამირესის კონტრშეტევა (მან ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა) ოსკარმა განაგრძო და საჯარიმოში ბურთი ხუან მატას გადასცა. საყრდენი ნახევარმცველებისგან მოშიშვლებულ ზონაში ბურთის გათამაშებაში ხელის შეშლა არავის უცდია. ესპანელმა მარცხენა ფეხით შორეულ დაბალ კუთხეში დასცხო. ლინდეგორს ფილ ჯონსისგან მცირე რიკოშეტმაც შეუშალა ხელი.

მატჩის ბოლო წუთებზე სიტუაცია დაიძაბა. რაფაელმა კუთხურის ალამთან თანამემამულე დავიდ ლუისი არ დაინდო და ფეხებში გამეტებით ჩასცხო. ჰოვარდ ვებმა "იუნაიტედის" მცველს პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, რა თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა:

"წინ "ტოტენჰემთან" უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. კარგია, რომ ამიერიდან ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. "იუნაიტედმა" ჩემპიონობა გაინაღდა და ვიცოდით, რომ ის ტრადიციულად კონცენტრირებული ვეღარ იქნებოდა. თამაშს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქის გასატეხად სისწრაფე არ გვყოფნიდა.

მეორე ტაიმში ტემპს მოვუმატეთ. იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ საბოლოო შედეგის გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ბოლო წუთებზე მომხდარ ინციდენტზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან მსგავსი რამ პრემიერლიგაში ხშირად ხდება. რაც მოხდა, უსიამოვნო იყო და ლაპარაკით მას უკვე ვეღარაფერს ვუშველით"
.

ევროპა ლივერპულის გარეშე
კვირას კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც, რომ არა "იუნაიტედი"-"ჩელსი", სწორედ რომ სატურნირო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, ტურის ცენტრალური შეხვედრის სტატუსი მინიჭებოდა.

გამარჯვების შემთხვევაში "ლივერპულს" შეეძლო, ჩამორჩენა თანაქალაქელთან 2 ქულამდე დაეყვანა და "ლურჯების" საევროპო შანსები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მასპინძელს მატჩი უნდა მოეგო, მაგრამ დროდადრო "ევერტონიც" ისე იკბინებოდა, 3 ქულა რომ აეღო, არ გაგვიკვირდებოდა. ახლა კი, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია: "ლივერპული" უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში ევროთასების გარეშე მეორედ რჩება.

სტუმრებს მაიკლ ოლივერმა მეორე ნახევარში გოლი არ ჩაუთვალა. არბიტრმა სილვენ დისტენის დარტყმამდე ვიქტორ ანიჩებეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

სხვა რა შეიძლება ითქვას? ბრენდან როჯერსის გუნდი მწვავედ უტევდა, მაგრამ საქმე საბოლოო დარტყმამდე პრაქტიკულად ვერ მიჰყავდა.

ყველაზე რეალური მომენტი "წითლებმა" 47-ე წუთზე შექმნეს, როცა ფილიპე კოუტინიოს გენიალური პასით (არ ვაჭარბებთ) დენიელ სტარიჯი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მისი მოტყუება ვეღარ მოახერხა.

ზედიზედ მეორედ
თეო უოლკოტმა წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ანგარიში მეორე წუთზე გახსნა. ამჯერად კი "ქუინზ პარკთან" მან ეს უკვე მე-20 (!) წამზევე მოახერხა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა. თეოს ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან ბევრი, 10 წამით მეტი დასჭირდა გოლისთვის, ვიდრე თავის დროზე ალან შირერსა და ლედლი კინგს. უკანასკნელები დღემდე თანარეკორდსმენებად ითვლებიან.

სტუმრებმა მთელი დარჩენილი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს და იშვიათი გამონაკლისების გარდა, მეტოქეს საკუთარ საჯარიმოს არც კი აკარებდნენ. "რეინჯერების" შეტევა ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებდა. ბობი ზამორა უზარმაზარ შავ სამუშაოს ასრულებდა და სივრცეებს კი ლოიკ რემის უტოვებდა. ფრანგს რამდენჯერმე ნამდვილად შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ბეილი ცალი ფეხით
გარეთ ბეილს ნამდვილად არაფერი სჭირს, მაგრამ იმას, რომ უელსელი ვარსკვლავი მთელი თამაშის განმავლობაში ზედმეტად პასიური იყო, ლოგიკური ახსნა აქვს. ლიდერისა არ იყოს, შეიძლება ითქვას, მთლიანად გუნდიც მაქსიმალურად დაბალ სიმძლავრეებზე მუშაობდა.

ოთხშაბათს ხომ "დეზებს" "სტემფორდ ბრიჯზე" სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაში ელით.

მედალს მეორე მხარეც აქვს: რომ არა იმავე ბეილის ბრწყინვალე სოლო შეხვედრის 86-ე წუთზე, "ჩელსისთან" თამაში თავის შეფერილობას ერთიანად დაკარგავდა.

რაკი ყველაფერი "ტოტენჰემისთვის" სასიკეთოდ დასრულდა, გამოდის, რომ ყველაფერი ისევ მათ ხელშია.

განსაკუთრებულად პრინციპული იქნება თამაში ანდრე ვილაშ ბოაშისთვის. პორტუგალიელი "ჩელსის" პირველად დაუპირისპირდება საკუთარ ბუნაგში. აქვე აღვნიშნავთ, რომ 1994/95 წლების სეზონის შემდეგ ბეილი პირველი ტოტენჰემელი გახდა, ვინც ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა. უკანასკნელად ეს 18 წლის წინ იურგენ კლინსმანმა მოახერხა.

გარეთს ორი თამაში კიდევ თადარიგში აქვს. მას თავისუფლად შეუძლია 1992/93-ის სეზონში ტედი შერინგემის მიერ ნაჩვენებ შედეგს (21 გოლი) შეუტიოს.

პრემიერლიგა. XXXVI ტური
ფულჰემი-რედინგი 2:4
გოლები: 0:1 რობსონ-კანუ (12-პენ), 0:2 რობსონ-კანუ (62), 1:2 რუისი (70), 1:3 ლე ფონდრე (75), 2:3 რუისი (77), 2:4 კარაჯანი (83)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე (56. რიჩარდსონი) - კარაგუნისი (28. როდალიეგა), ენო, ემანუელსონი, დაფი (72. კაჩანიკლიჩი) - რუისი, ბერბატოვი
რედინგი (4-2-3-1): მაკარტი - განტერი, მარიაპა, მორისონი, კელი - კარაჯანი, გატრი - რობსონ-კანუ (81. კარიკო), მაკანუფი (73. ბლექმენი), მაკლირი - პოგრებნიაკი (72. ლე ფონდრე)
გაფრთხილება: სენდეროსი, ენო - მარიაპა
კარში დარტყმა: 15-15 (10-9) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-12 ბურთის ფლობა:46%-54%
მაყურებელი: 24 087

ნორვიჩი-ასტონ ვილა 1:2
გოლები: 0:1 აგბონლაჰორი (55), 1:1 ჰოლტი (74-პენ), 1:2 აგბონლაჰორი (89)
ნორვიჩი (4-4-2): ბენი - მარტინი, რ. ბენეტი, ბასონგი, გარიდო (90+3. ჯექსონი) - ბ. ჯონსონი, ჰოუსონი, პიკლინგტონი, სნოდგრასი (86. ე. ბენეტი) - ჰულაჰანი (72. კამარა), ჰოლტი
ასტონ ვილა (4-3-2-1): გუზანი - ლოუტონი (27. ლიშაი), ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი - ვესტვუდი, დელფი, სილა (79. ჰოლმენი) - ვაიმანი, აგბონლაჰორი - ბენტეკე
გაფრთხილება: ბ. ჯონსონი, რ. ბენეტი - ჯ. ბენეტი, დელფი, ბენტეკე
კარში დარტყმა: 7-8 (2-4) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 14-13 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 26 842

სუონსი-სიტი 0:0
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი - დაიერი (86. ტიენდალი), ერნანდესი, რუტლეჯი (64. აგუსტიენი) - მიჩუ (69. მური)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, კომპანი, კლიში - ბარი, ი. ტურე (46. ჯეკო) - ნასრი, მილნერი, დ. სილვა (85. როდუელი) - აგუერო (79. ტევესი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 6-7 (1-3) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 20 242

ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბეილი (86)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო - დემბელე (36. ჰოლტბი), ჰადლსტოუნი - დემპსი (72. სიგურდსონი), ბეილი, ლენონი (60. ადებაიორი) - დეფო
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ჰოიველდი, შოუ - ს. დევისი, კორკი - დო პრადო (65. მაიუკა), ლალანა (80. პანჩეონი), ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
გაფრთხილება: ასუ-ეკოტო - ს. დევისი
კარში დარტყმა: 5-6 (2-3) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 36 190

ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 2:3
გოლები: 1:0 ლონგი (29), 1:1 კონე (39), 2:1 მაკაული (50), 2:2 მაკარტური (58), 2:3 მაკმანამანი (80)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ (86. ბრაუნი), იაკობი - ლონგი, დორანსი, როსენბერგი (65. მორისონი) - ლუკაკუ (65. ტომასი)
უიგანი (4-3-3): რობლესი - სტამი (58. გოლობარტი), ბოისი, შარნერი, ბოსეჟური (75. ესპინოსა) - უოტსონი, მაკარტი, გომესი (58. მაკარტური) - მაკმანამანი, კონე, მელონი
გაფრთხილება: რიჯუელი, ბ. ჯონსი, მაკაული, ბრაუნი - მელონი, გოლობარტი, შარნერი
კარში დარტყმა: 17-13 (11-8) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 9-7 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 756

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 0:0
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი (80. მ. ტეილორი), კოლინსი, რიდი, ობრაიენი - დიამე, ონილი - ვას ტე (58. კოლისონი), ნოლანი, ჯარვისი (84. ჯ. კოული) - კეროლი
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანგა-მბივა, ს. ტეილორი, კოლოჩინი, სიმპსონი - ტიოტე, კაბაი - ხონასი, გუფრანი (77. გოსლინგი), ბენ არფა (65. შ. ამეობი) - სისე
გაფრთხილება: ობრაიენი - კოლოჩინი, ტიოტე
კარში დარტყმა: 6-5 (1-4) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 5-5 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 34 962

ქუინზ პარკი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 უოლკოტი (1)
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ბენ ჰაიმი, ონუოჰა, ჰილი, ტრაორე (90+2. ფაბიო) - ჯენასი, მბია (46. დერი), პარკი (79. ტაარაბტი), ტაუსენდი - ზამორა, რემი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - არტეტა, რემსი - როსიცკი (90. ვერმალენი), უოლკოტი, კასორლა (89. უილშირი) - პოდოლსკი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი)
გაფრთხილება: დერი, ჯენასი - მონრეალი
კარში დარტყმა: 13-13 (6-11) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 5-5 ჯარიმა: 8-6 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 18 178

ლივერპული-ევერტონი 0:0
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე - ლუკასი, ჯერარდი - ჰენდერსონი (66. ბორინი), კოუტინიო, დაუნინგი (79. შკრტელი) - სტარიჯი
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - გიბსონი, ოსმანი, პიენაარი, მირალიაში (75. იელავიჩი) - ფელაინი - ანიჩებე
გაფრთხილება: ბორინი - ანიჩებე, ოსმანი
კარში დარტყმა: 9-9 (1-2) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 44 991

იუნაიტედი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 მატა (87)
იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგორი - რაფაელი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა - ჯონსი, კლევერლი (68. ბიუტნერი) - გიგზი, ვალენსია (90. ერნანდესი), ანდერსონი (68. რუნი) - ვან პერსი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ლუისი, ე. კოული - რამირესი, ლამპარდი - ოსკარი, მატა (90. აკე), მოზესი (72. ტორესი) - ბა
გაფრთხილება: ვიდიჩი, ჯონსი - ლუისი
გაძევება: რაფაელი (89) -
კარში დარტყმა: 10-14 (4-5) კუთხური: 2-7 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 14-9 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 75 500

სანდერლენდი-სტოკი 1:1
გოლები: 0:1 უოლტერსი (9), 1:1 ოში (63)
გაძევება: გარდნერი (34. სანდერლენდი)

გადადებული თამაშები
7 მაისი
უიგანი-სუონსი 22:45
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 22:45

8 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 22:45

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები
: 25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 20 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 18 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
11 მაისი:
ასტონ ვილა-ჩელსი

12 მაისი:
არსენალი-უიგანი, ევერტონი-ვესტ ჰემი, ფულჰემი-ლივერპული, ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი, ქუინზ პარკი-ნიუკასლი, რედინგი-მანჩესტერ სიტი, სტოკ სიტი-ტოტენჰემი, სანდერლენდი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ იუნაიტედი" დამშვიდებულია [VIDEO]
რაფაელ ბენიტესი: ჩემპიონთან თამაში რთული იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული