დევიდ მოიესი - სერ ალექსის ჯერ თანაშემწე და შემდეგ მემკვიდრე

AutoSharing Option
ინგლისში გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე გახდეს, ერთი წლის შემდეგ კი მისი მემკვიდრე.

დევიდ მოიესმა, მართალია, "ევერტონისთვის" ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ბოლო ათწლეულში მისგან სტაბილური და ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოაყალიბა. მოიესს სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი და ახალი არ ჩანს.

ინგლისელ ბუკმეკერთა ფსონებით, ყველაზე უფრო ასეთი სიუჟეტია სავარაუდო: მოიესი ახალი სეზონიდან ალექს ფერგიუსონის თანაშემწე გახდება "მანჩესტერ იუნაიტედში", ერთი წლის შემდეგ კი სრულად შეცვლის 71 წლის სპეციალისტს.

ასევე იხილეთ:
"ევერტონს" ფული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ დევიდ
მოიესი ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული