ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი იუწყება. ფეხბურთელმა მტკიცედ გადაწყვიტა, ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშოს და ამის შესახებ პირველს ნაკრების თავკაც როი ჰოჯსონს აცნობა.
რიო ფერდინანდის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 1997 წელს შედგა, კამერუნელთა წინააღმდეგ. ის მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მონაწილეობდა. რიომ საერთო ჯამში 81-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.
ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ