რიო ფერდინანდმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის ცენტრალურმა მცველმა რიო ფერდინანდმა საერთაშორისო კარიერის დასრულება გამოაცხადა.

ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი იუწყება. ფეხბურთელმა მტკიცედ გადაწყვიტა, ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშოს და ამის შესახებ პირველს ნაკრების თავკაც როი ჰოჯსონს აცნობა.

რიო ფერდინანდის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 1997 წელს შედგა, კამერუნელთა წინააღმდეგ. ის მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მონაწილეობდა. რიომ საერთო ჯამში 81-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული