ლონდონელთა აწ უკვე ყველა დროის ბომბარდირს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ფეხბურთელის დარჩენა-არ დარჩენაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა და საბოლოოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, როგორც ამბობენ, ჟოზე მოურინიოს წყალობით მოხერხდა. პრობლემის თავი და თავი "ჩელსის" ახალი საკადრო პოლიტიკა გახდა, რომლის თანახმადაც, 30 წლის ზემოთ კლუბი არავის 1-წლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს. იანვარში ლემპარდი დათანხმდა ხანმოკლე
ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 2001 წლიდან თამაშობს. გუნდის ღირსება მან 600-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა და 203 გოლი გაიტანა. ფრენკი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4-ჯერ იმარჯვა ასოციაციის თასზე და ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ლონდონელებთან ერთად ის სულ 12 ტიტულის მფლობელია.
"არის ფეხბურთელთა გარკვეული კატეგორია, ვისი სახელიც კონკრეტულ კლუბთან ასოცირდება. მაგალითად სტივენ ჯერარდის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ასეთი მოთამაშეები "ჩელსისაც" ჰყავს - თუნდაც ტერი, კოული და ჩეხი. ვამაყობ, რომ მსგავსი სტატუსით მეც ვსარგებლობ. "ჩელსისთან" ყოველთვის ხანგრძლივ ხელშეკრულებებს ვაფორმებდი, თუმცა ახლა სიტუაცია სულ სხვაგვარია. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება," - განაცხადა ლემპარდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდმა "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა