26 წლის ურუგვაელმა ხმების 64% მიიღო. მან გაუსწრო გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს და ჯეიმი კარაგერს, რომელმაც კარიერა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ სუარესი ამჟამად 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის, რომლის ნაწილიც ახალ სეზონში გადაყვება.
"დიდებული ამბავია. მე ძალიან დამეხმარნენ კლუბის გულშემატკივრები. ჩემი ამოცანა ყოველთვის კლუბის დახმარება და მოედანზე საუკეთესო თვისებების გამოჩენაა", - განაცხადა სუარესმა.
ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს