მარკ ჰიუზი "სტოკ სიტიში" დაინიშნა

AutoSharing Option
49 წლის მარკ ჰიუზმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 14 წლის წინ დაიწყო და თანაც პირდაპირ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში. უელსელს მას მერე უმუშავია "ბლექბერნში", "მანჩესტერ სიტიში", "ფულჰემსა" და "ქუინზ პარკში".

ამ ხნის განმავლობაში მან გუნდებს 400-მდე შეხვედრაში უხელმძღვანელა, მაგრამ წამლად ერთი ტიტულიც კი არ მოეპოვება. მიუხედავად ამისა, მასზე, როგორც მწვრთნელზე, მოთხოვნა ჯერ კიდევ არის. უცნაურია, მაგრამ ფაქტი და მას ვერსად გავექცევით.

ორიოდე თვის წინ "ლიდსიდან" დათხოვნილმა ნილ უორნოკმა ხელმძღვანელობაზე განაწყენებულმა განაცხადა, თუკი ჰიუზს დანიშნავენ, ოცნებას ამისრულებენ, ის ჩემს ყოფილ კლუბს მიწასთან გაასწორებსო.
აი, ასეთი ავტორიტეტით სარგებლობს ეს სპეციალისტი.

უელსელი "ბრიტანია სტედიუმზე" "სტოკ სიტის" დამრიგებლად წარადგინეს. იმედია, პრემიერლიგის თვითმყოფად გუნდს მისგან ისეთივე განსაცდელი არ ელის, რაც მან "ქუინზ პარკს" დაატეხა თავს.

ასევე იხილეთ:
ქპრ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული