50 წლის პორტუგალიელი ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 40 მილიონ ფუნტს მიიღებს. "ჟოზე ისევ ლონდონშია და ეს ფაქტი ყველას განსაკუთრებულად ახარებს, როგორც კლუბის თანამშრომლებს, ისე ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. მოუთმენლად ველოდებით მომდევნო სეზონს," - განუცხადა ტაბლოიდს "ჩელსის" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ინკოგნიტო წყარომ. სავარაუდოა, რომ კონტრაქტის დეტალებზე მხარეები 27 მაისს შეთანხმდნენ.
ორშაბათს მოურინიო ლონდონში იმყოფებოდა, სადაც "უემბლიზე" "კრისტალ პალასისა" და "უოტფორდის" შეხვედრას დაესწრო. "განსაკუთრებულ კაცს" "რეალში" ერთი
"ტაიმსი" "ჩელსიზე" კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: ლონდონელთა სპორტული დირექტორი მაიკლ ემანელო მოურინიოსთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შემდეგ კლუბიდან წასვლას აპირებდა, რადგან ცნობილია, რომ პორტუგალიელს მასთან თანამშრომლობის პერსპექტივა არ ხიბლავს. ემანელოს განცხადება რომან აბრამოვიჩმა არ დააკმაყოფილა. შესაძლოა, მომდევნო სეზონისთვის ნიგერიელ ფუნქციონერს განსხვავებული მისია დაეკისროს. რუსი ოლიგარქი მას საფეხბურთო საკითხებში მთავარ მრჩევლად განიხილავს.
პირველი ტრანსფერი
დღე "ჩელსისთვის" ნამდვილად გამორჩეული იყო, რადგან მოურინიოს გარდა, ლონდონელებმა კიდევ ერთი ახალწვეული დაიბევეს. ლაპარაკია "ლევერკუზენისა" და გერმანიის ნაკრების 22 წლის გარემარბ ანდრეა შიურლეზე. კლუბებს შორის გარიგება გერმანელთა სპორტულმა დირექტორმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა დაადასტურა. კონკრეტული თანხის გარდა (ოდენობა უცნობია), რამაც "ფარმაცევტები", როგორც იქნა, მოხიბლა, "ჩელსიმ" "ბაი არენაზე" კევინ დე ბრუინე ერთწლიანი იჯარით მიავლინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?