- გოლების მაქსიმალური რაოდენობა - 147. წინა რეკორდი - 142 - 2009/10 წლების სეზონში იყო დამყარებული.
- 100 გოლი 43 შეხვედრაში. აბსოლუტური რეკორდია 100 გოლი 40 შეხვედრაში, დამყარებული 1960/61 წლებში.
- პირველი ინგლისური კლუბი, რომელსაც უეფას მიერ ორგანიზებული სამივე ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა, თასების თასი, უეფას თასი) აქვს მოგებული. არაინგლისურებიდან მსგავსი მიღწევა აქვთ "იუვენტუსს", "აიაქსსა" და "ბაიერნს".
- პირველი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულის ტიტულს პარალელურად ფლობდა (15
- "შახტართან" ჩემპიონთა ლიგაში მეასე საშინაო გამარჯვება ევროტურნირებზე (3:2).
- "ნოდშელანთან" ჩემპიონთა ლიგაში სარეკორდო საშინაო მოგება (6:1).
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გოლების რეკორდული რაოდენობა (16).
- პრემიერლიგის თამაშში სარეკორდო სხვაობის გამეორება "ასტონ ვილასთან" (8:0).
- რეკორდის გამეორება: ზედიზედ მოგებული 6 თამაში ჩემპიონატსა და თასზე. მსგავსი შედეგი გუნდს ჰქონდა 2004/05-ის, 2005/06-ისა და 2006/07-ის სეზონებში.
- სარეკორდოდ ბევრი (8) ტურნირი სეზონის განმავლობაში: უეფას სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი, პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
- ერთ შეხვედრაში გოლების ავტორების მაქსიმალური რაოდენობა - 6, "ასტონ ვილასთან" მატჩში.
- პენალტების მაქსიმალური რაოდენობა - 18. წინა მიღწევა დაფიქსირებული იყო 1988/89-ის სეზონში (16).
- პენალტის დამრტყმელთა (აზარი, ლემპარდი, ლუისი, ოსკარი, პიაზონი, რომეუ, ტორესი) სარეკორდო რაოდენობა - 7.
- მეოთხე შემთხვევა "ჩელსის" ისტორიაში, როდესაც გუნდმა ერთი და იგივე მეტოქე ლიგისა და ასოციაციის თასებიდან გამოაგდო. ამჯერად მსხვერპლი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. წინა შემთხვევებში ეს ხდებოდა: "ლიდსთან" (1969/70), "ბოლტონთან" (1971/72) და "ბლექბერნთან" (2006/07).
- 6-მა ფეხბურთელმა 10 და მეტი გოლი გაიტანა. გაუმჯობესდა 2011/12-ის სეზონის შედეგი.
- რეკორდი "ჩელსის" შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით: ლემპარდი - 203.
- ლემპარდი გახდა პირველი ფეხბურთელი "ჩელსის" ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მეათედ მოახერხა ჩემპიონატში 10 და მეტი გოლის გატანა.
- ლემპარდმა ენდი კოულის რეკორდი გაიმეორა და კარიერაში პრემიერლიგის 38-ე გუნდს გაუტანა.
- ლემპარდმა სარეკორდო, 141-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.
- პეტრ ჩეხმა გაიმეორა რეკორდი (142) ერთი გუნდის რიგებში გატარებული მშრალი მატჩების რაოდენობით. ანალოგიური შედეგი ჰქონდა "არსენალში" დევიდ სიმენს.
- ფერნანდო ტორესმა 8-დან 7 ტურნირში მოახერხა გოლის გატანა. წინა რეკორდი, 5 ტურნირი, ანდრეი შევჩენკომ 2006/07-ის სეზონში დაამყარა.
- ლემპარდმა მე-600 თამაში ჩაატარა "ჩელსის" შემადგენლობაში.
- 400 თამაშს გადააჭარბა პეტრ ჩეხმა. ის პირველი ლეგიონერი გახდა, ვინც ეს შეძლო; 300 თამაშს გადასცდა ეშლი კოული; 200-ს - ბრანისლავ ივანოვიჩი; 100-ს - დავიდ ლუისი, ხუან მატა, რამირესი და ფერნანდო ტორესი.
- 100 თამაშზე მეტი ჩაატარეს ევროპაში ფრენკ ლემპარდმა და ჯონ ტერიმ.
- 100 თამაში ევროპაში კარიერის განმავლობაში - ეშლი კოული.
- 50 გოლი "ჩელსიში" - ჯონ ტერი.
- 100 თამაში ნაკრებში - ფერნანდო ტორესი, ეშლი კოული, პეტრ ჩეხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"