როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებული შედეგი მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ობიექტურად ასახავს.

2 ივნისს ბრაზილიის ნაკრებმა ინგლისელებს რიო-დე-ჟანეიროში, "მარაკანას" სტადიონზე უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ოთხივე გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა.

"გულდაწყვეტილი იმის გამო ვარ, რომ გატანა გვიანღა შევძელით, თუმცა უნდა აღვ
ნიშნო, რომ პირველ ტაიმში ვერ შევძელით იმ თამაშის ჩვენება, როგორიც შეგვიძლია.

ბრაზილიელები კი, პირიქით, კარგად გაისარჯნენ.

საყაიმო ანგარიში
ზოგჯერ გამარჯვების ტოლფასია, ზოგჯერ კი - წაგების. კარგად მეორე ტაიმში ვითამაშეთ და
მეგონა, რომ გუნდი ანგარიშში უპირატესობას შეინარჩუნებდა, თუმცა, თუკი თამაშს მთლიანობაში განვიხილავთ, ფრე სამართლიანი შედეგია.

გამოვარჩევ ფილ ჯონსის თამაშს, რომელმაც სამუშაოს თავი ბრწყინვალედ გაართვა",
- თქვა ჰოჯსონმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამხანაგური მატჩი

ბრაზილია-ინგლისი 2:2
გოლები: 1:0 ფრედი (57), 1:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68), 1:2 რუნი (79), 2:2 პაულინიო (83)

ბრაზილია: სეზარი, დ. ალვეში, ტ. სილვა, დ. ლუისი, ფ. ლუიში (46. მარსელო), პაულინიო (84. ბერნარდი), ლ. გუსტავო (46. ერნანესი), ნეიმარი, ოსკარი (56. ლუკასი), ჰალკი (73. ფერნანდო), ფრედი (80. ლ. დამიაო)
ინგლისი: ჰარტი, გ. ჯონსონი (68. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი (32. ეშ. კოული), ლემპარდი, კერიკი, ფ. ჯონსი, მილნერი, უოლკოტი (84. როდუელი), რუნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული