დანიელ სტარიჯმა, შესაძლოა, ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა, შესაძლოა, ახალი სეზონის სტარტი ირლანდიის ნაკრებთან (1:1) მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვოს.

ფორვარდი იძულებული გახდა, მოედანი პირველივე ტაიმში დაეტოვებინა და ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა საკუთარ ნაკრებს.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს ტერფის მყესები აქვს დაზიანებული.

სტარიჯი შესაძლოა, 3-4 თვეში გამოჯანმრთელდეს და გამომდინარე აქედან, ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული