50 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ლურჯებთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კლუბი მოურინიოს ოფიციალურად 10 ივნისს, "სტემფორდ ბრიჯზე" წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო "ჩელსიში" 2004-07 წლებში მუშაობდა. სამი წლის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი.
"ჩელსის" შემდეგ პორტუგალიელი მილანის "ინტერსა" და მადრიდის "რეალს" წვრთნიდა.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. ბოლო ტური: ზღვარგადასული ემოციები იბერიაში [VIDEO]