"მანჩესტერ სიტი" ედინსონ კავანის პირობებზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
Goal.com-ის ცნობით, "ნაპოლის" 26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს, თუკი იტალიურმა კლუბმა ინგლისელთა შეთავაზება მიიღო.

"ქალაქელები" მზად არიან, სამხრეთამერიკელში 25,5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და პლუს, ედინ ჯეკო დათმონ, კავანის კი კვირაში 150 ათასი ფუნტი გადაუხადონ. პირადი კონტრაქტის დეტალები "ქალაქელებმა" ფეხბურთელთან უკვე შეათანხმეს.

შეთავაზება ერთია და "აძურის" ამ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა შეექმნება, რადგან ინგლისის ექსჩემპიონი ჯეკოს კვირაში 110 ათას ფუნტს უხდის. ნაკლებ ხელფასზე მისი დათანხმება კი რაფაელ ბენიტესს ძალიან გაუჭირდება.

გეტყვით იმასაც, რომ კავანი "სან პაოლოზე" 2010
წლის ზაფხულიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ერთად 124 შეხვედრაში 102 გოლის გატანა მოასწრო.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი" ედინსონ კავანის მიუახლოვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული