ლაპარაკია "ლევერკუზენიდან" 22 მილიონ ევროდ გადაბირებულ ანდრეა შიურლეზე, თუმცა ეს რომ მხოლოდ დასაწყისია, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. ცნობილია რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს. მათ შორის არის 26 წლის საყრდენი ჯონ ობი მიკელი. ნიგერიელმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
გარიგებას წერტილი მას მერე დაესმება, როცა კლუბები საკომპენსაციო თანხაზე მორიგდებიან. მიკელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, ასე რომ, თურქები იაფად ნამდვილად ვერ გამოვლენ. დაცვითი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველებიდან,
ძველ-ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ ინგლისური პრესა ხუან მატას წასვლაზეც ალაპარაკდა. 25 წლის ესპანელი პირველ ეტაპზე ხმას არ იღებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა შეკითხვებით შეაწუხეს, განაცხადა: "ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მოურინიოს ჩემი ტრანსფერზე დაყენება აქვს განზრახული. მოხარული ვიქნები, თუკი მასთან მუშაობის შანსი მომეცემა. დასკვნებს კი იქამდე ვერ გავაკეთებ, ვიდრე პორტუგალიელს პირადად არ შევხვდები. მაისში, სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემით ყველა კმაყოფილი იყო. მეც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, თანაც ჩემი კონტრაქტი კიდევ სამი წლით არის ძალაში".
"დეილი მირორი" "ჩელსის" ვესლი სნეიდერით დაინტერესებაზე წერს. მოურინიო 29 წლის ნახევარმცველს "ინტერში" წვრთნიდა. ჰოლანდიელი იმ "ნერაძურის" ლიდერი იყო, რომელმაც 2010 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი" დაამარცხა და რომელსაც სწორედ მოურინიო ედგა სათავეში. ვესლი, იანვრიდან მოყოლებული, გალათასარაიში" თამაშობს, თუმცა მოწადინების შემთხვევაში ლონდონელებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ "ლომების" დაყოლიება. მთავარია, თავად ვესლი თუ მოინდომებს ინგლისში თამაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: გაინტერესებთ სიმართლე შევჩენკოს ტრანსფერზე?