"ასტონ ვილას" ახალწვეულს სამედიცინო შემოწმებისას ჩაეძინა

AutoSharing Option
კურიოზი შეემთხვა ბირმინგემის "ასტონ ვილას" ახალწვეულ ჟორეს ოკორეს.

დანიის ნაკრების ცენტრალური მცველი "ნორშელანიდან" გადავიდა "ასტონ ვილაში". ის აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, როცა ტესტირების დროს... ჩაეძინა.

"მეგონა, ამ შემოწმებას ცოტა დრო სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ აპარატში გაუნძრევლად 2 საათი უნდა ვყოფილიყავი. რადიოს ვუსმენდი და მომავალ კარიერაზე ვფიქრობდი, როცა დამეძინა. გამეღვიძა ერთი საათის შემდეგ. ირგვლივ დიდი მხიარულება იყო", - იხსენებს ოკორე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული