დანიის ნაკრების ცენტრალური მცველი "ნორშელანიდან" გადავიდა "ასტონ ვილაში". ის აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, როცა ტესტირების დროს... ჩაეძინა.
"მეგონა, ამ შემოწმებას ცოტა დრო სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ აპარატში გაუნძრევლად 2 საათი უნდა ვყოფილიყავი. რადიოს ვუსმენდი და მომავალ კარიერაზე ვფიქრობდი, როცა დამეძინა. გამეღვიძა ერთი საათის შემდეგ. ირგვლივ დიდი მხიარულება იყო", - იხსენებს ოკორე.