ანდრე ვილაშ-ბოაში: რთული სტარტი გველის

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა პრემიერლიგის მომავალ კალენდარზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "დეზები" პირველ მატჩს "კრისტალ პალასთან" "სელჰერსტ პარკზე" გამართავენ.

"სელჰერსტ პარკზე" თამაში ყოველთვის რთულია. გარდა ამისა, ეს ლონდონური დერბია. რთული სტარტი გველის.

"სეზონის გარკვეულ ეტაპებზე ძალიან გაგვიჭირდება, რადგან გასვლაზე ორი მატჩი გვექნება ძლიერ მეტოქეებთან.

მსგავსი რამე იყო გასულ სეზონშიც, ასევე, 31 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობა გველის. დიდი მატჩის მოლოდინში ვარ",
- თქვა ვილაშ-ბოაშმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული