"არსენალი": პლუს - ჟულიო სეზარი, იგუაინი, მინუს - მანონე

AutoSharing Option
ბრიტანული წყაროების მტკიცებით, "არსენალი" კვირის ბოლომდე დაასრულებს ორ მნიშვნელოვან ტრანსფერს.

"ემირეიტსზე" განაგრძობენ კარიერას "რეალის" 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი და "ქუინზ პარკის" ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება "მეთოფეებს" იოლად შეუძლიათ, ისინი ფეხბურთელს ბოლო მომენტამდე დააკვირდებიან.

33 წლის კარის დარაჯს პენტაკამპეონების რიგებში წუხელ კონფედერაციის თასის ფინალში უნდა ეთამაშა. "არსენალის" წარმომადგენლები ტრიბუნებზე ნამდვილად ისხდებიან. სეზარის შეძენა ნიშნავს იმას, რომ არსენ ვენგერს ლუკაშ ფაბიანსკისთან მოუწევს განშორება. გამორიცხული არ არის, ჩრდილოეთი ლონდონი დატოვოს ვიტო მანონემაც.

მეკარეებს შეთავაზებები
ნამდვილად არ აკლიათ, თუმცა საქმის გადაწყვეტილად გამოცხადებას, მოდი, ნუ ვიჩქარებთ. სეზარს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს "რომაც". "ქუინზ პარკი" ვეტერანს სიმბოლურ ფასად - 2 მილიონ ფუნტად აფასებს. პრობლემას არ წარმოადგენს არც მისი ხელფასი, კვირაში 70 ათასი ფუნტი. კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი ლონდონში აპირებს დაბრუნებას და საკითხიც, წესით, მალევე უნდა გადაწყდეს.

მანონე "კატებში" მიდის
"სანდერლენდ ეხოს" ცნობით, "სანდერლენდის" იტალიელმა დამრიგებელმა პაოლო დი კანიომ "ლივერპულში" გადასული სიმონ მინიოლეს შემცვლელად თანამემამულე ვიტო მანონე დაიბევა. 25 წლის მეკარეს "მეთოფეებთან" ხელშეკრულებაში ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. შესაბამისად, კლუბს უკანასკნელი შანსი გააჩნდა, რომ მასში კომპენსაცია მიეღო და ცხადია, შეთავაზება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟულიო სეზარი "მილანში" გადადის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული