"ემირეიტსზე" განაგრძობენ კარიერას "რეალის" 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი და "ქუინზ პარკის" ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება "მეთოფეებს" იოლად შეუძლიათ, ისინი ფეხბურთელს ბოლო მომენტამდე დააკვირდებიან.
33 წლის კარის დარაჯს პენტაკამპეონების რიგებში წუხელ კონფედერაციის თასის ფინალში უნდა ეთამაშა. "არსენალის" წარმომადგენლები ტრიბუნებზე ნამდვილად ისხდებიან. სეზარის შეძენა ნიშნავს იმას, რომ არსენ ვენგერს ლუკაშ ფაბიანსკისთან მოუწევს განშორება. გამორიცხული არ არის, ჩრდილოეთი ლონდონი დატოვოს ვიტო მანონემაც.
მეკარეებს შეთავაზებები
მანონე "კატებში" მიდის
"სანდერლენდ ეხოს" ცნობით, "სანდერლენდის" იტალიელმა დამრიგებელმა პაოლო დი კანიომ "ლივერპულში" გადასული სიმონ მინიოლეს შემცვლელად თანამემამულე ვიტო მანონე დაიბევა. 25 წლის მეკარეს "მეთოფეებთან" ხელშეკრულებაში ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. შესაბამისად, კლუბს უკანასკნელი შანსი გააჩნდა, რომ მასში კომპენსაცია მიეღო და ცხადია, შეთავაზება მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟულიო სეზარი "მილანში" გადადის