სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მხარეებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს. მართალია კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ არაოფიცილური ინფორმაციით "დეზებმა" "კორინთიანსს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.
"ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა "ტოტენჰემის" ფეხბურთელის გავხდი. დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდში გამოსვლა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ვიცი, რომ გამიჭირდება, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარებიან.
ბრაზილიაში პრემიერლიგის გათამაშებას და "ტოტენჰემს" თვალს ვადევნებდი. აქ ბევრი კარგი ფეხბურთელია და მიხარია, რომ გუნდში უკვე არის ბრაზილიელი სანდრო. ბრაზილიიდან მზე
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების რიგებში პაულინიომ კონფედერაციათა თასი მოიგო.
მომზადებულია tottenhamhotspur.com-ის მიხედვით