სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტის" დატოვება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ფეხბურთელმა უკვე აცნობა საკუთარ წარმომადგენლებს, რომ "ბარსელონაში" უნდა გამოსვლა, სადაც მისი ნაკრების თანაგუნდელი ლიონელ მესი თამაშობს.

ესპანური პრესის ცნობით კი "ბარსელონა" შემტევი ხაზის გაძლიერებას აღარ აპირებს, რადგან უკვე მოასწრო ნეიმარის ტრანსფერის გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელი ფორვარდი ინგლისში 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული