უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" აზიურ ტურნეში გაჰყვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა თავკაცმა დევიდ მოიესმა უეინ რუნი გუნდის აზიური ტურნეს განაცხადში შეიყვანა. ეს კი ირიბად იმის დასტურია, რომ ფორვარდი "მანიუში" რჩება.

ამას თავად მოიესიც ამბობს: "ამ ხნის განმავლობაში უეინ რუნის ოთხჯერ შევხვდი და ოთხჯერვე რუნიმ დამიდასტურა, რომ კლუბში რჩება".

გუნდი უკვე გაფრინდა ბანგკოკში. რობინ ვან პერსი და დავიდ დე ხეა "იუნაიტედს" სიდნეიში, ტურნეს მეორე ეტაპზე შეუერთდებიან.

რაც შეეხება შინჯი კაგავას, იაპონელი გუნდის აზიური ტურნეს იაპონურ ნაწილში შეუერთდება "იუნაიტედს", რადგან კონფედერაციათა თასზე ითამაშა. დამატებითი შვებულება მიეცა მექსიკელ ხავიერ ერნანდესსაც.

ასევე
იხილეთ:

62,5 მილიონი უეინ რუნის სანაცვლოდ - ახლა ლონდონის "ჩელსი" გააქტიურდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული