ლუის სუარესი: მზად ვარ სხვა კლუბების წინადადებები განვიხილო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მზადაა გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

"იმ შემთხვევაში, თუ ღირსეულ წინადადებას მივიღებ სხვა კლუბიდან, მზად ავრ ის განვიხილო.

ზოგიერთი კლუბი დამიკავშირდა და აგენტს დავავალე მათი ინტერესის შესახებ უფრო მეტი გაეგო.

ყოველთვის სრულყოფილისკენ მივიწევ, ამიტომაც გადავედი "აიაქსიდან" "ლივერპულში". გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრაზე უნდა იბრძოლოს და როცა კლუბი ამას ვერ ახერხებს, ფეხბურთელები სერიოუზლ მორალურ ზიანს ღებულობენ.

რთულია ყოველ კვირა უყურო პრემიერლიგას და ხვდებოდე, რომ მისი მოგების შანსი არ გაქვს.

გარდა ამისა, ინგლისურ პრესას არ ესმის
ჩემი. ევრასთან და ივანოვიჩთან ინციდენტებმა თავისი როლი ითამაშა. ისინი რომ არა პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი",
- განაცხადა სუარესმა.

აქვე გეტყვით, რომ ადრე "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ აგანაცხადა, რომ სუარესი არ იყიდება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული