ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა "წითლებმა" შაბათს "პრესტონის" წინააღმდეგ გამართეს, რომელიც 4:0 გაანადგურეს. გოლები გაიტანეს ფილიპე კოუტინიომ (პენალტით), ჯორდონ აიბმა, რაჰემ სტერლინგმა და იაგო ასპასმა. ბრენდან როჯერსმა მოედანზე გასვლის შანსი ოთხ დებიუტანტს მისცა: სიმონ მინიოლეს, კოლო ტურეს, ლუის ალბერტოსა და ასპასს. თამაშის დასრულების შემდეგ გუნდის თავკაცმა შეფასება, ტრადიციულად, საკლუბო ვებგვერდზე გააკეთა:
- სიმონ მინიოლე მშვი
კოლო ტურე ნამდვილი პროფესიონალია. სწორედ გუშინ ვუყურე ერთ-ერთ ინგლისურ არხზე "არსენალისა" და "ლივერპულის" 2003/04-ის სეზონის შეხვედრას, სადაც კოლოც თამაშობდა. ის ჩვენს ჩემპიონატში უკვე დიდი ხანია გამოდის და უზარმაზარ გამოცდილებას ფლობს.
ვფიქრობ, მეორე ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ ჩვენი ესპანელი ახალწვეულები. ალბერტო 100%-ით აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს გუნდში ტექნიკური თვალსაზრისით ასეთ დახვეწილ სხვა ფეხბურთელებსაც, რომელთაც, ამასთან ერთად, დიდი სამუშაოს შესრულებაც შეეძლებათ.
ლუისის დღევანდელი გარჯა მხოლოდ ქების ღირსია. მას მწვავე გადაცემების გაკეთების ნიჭი აქვს და ამით უაღრესად კმაყოფილი ვარ.
ასპასი ბევრს შრომობს. ის ძალიან სახიფათოა როგორც საჯარიმოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ეტყობა, რომ გულშემატკივრების ხათრით ბოლომდე იხარჯება. ხშირად ჩადის მოედნის სიღრმეში ბურთის მოსაპოვებლად, თუმცა მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გოლის გატანის განსაკუთრებული ჟინი აქვს. შეუძლია მუშაობა თანაგუნდელებზე და შეუძლია მომენტი თავად შეიქმნას, მოატყუოს მეტოქე და დაასრულოს შეტევა.
ჯო ალენმა უკვე მოილია პრობლემები. მიხარია, რომ მოედანზე ვხედავ მარტინ კელისაც. მას აქამდე ერთი ვარჯიშიც არ გაუცდენია. იმედია, ძველ ფორმას, რაც შეიძლება, სწრაფად აღიდგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტივენ ჯერარდი: კარგია, რომ "ლივერპულში" მეკარეთა კონკურენცია იქნება