"მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება "ბარსელონას" - 35 მილიონი ფუნტი სესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ცნობით, დიდი შანსია, სესკ ფაბრეგასმა კარიერა ისევ ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, ოღონდ "მანჩესტერ იუნაიტედში".

"იუნაიტედის" ბოსები გამალებით ეძებენ პოლ სქოულზის სრულფასოვან შემცვლელს, რომელმაც კარიერა დაასრულა და ასეთად ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ესახებათ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ისეთი წინადადებით მიმართავს, რომ კატალონიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ - საუბარია 35 მილიონ ფუნტ სტერლინგზე.

შეგახსენებთ, რომ თავად ფაბრეგასმა ბოლო დროს განაცხადა, რომ "ბარსელონაში" თავს ბედნიერად გრძნობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამორიცხულია ფაბრე მტრის ბანაკში გადავიდეს როგორც გამყიდველი ვან პერსი!!!!!!!
დიმა
10:19 16-07-2013
0
გამორიცხულია! ფაბრე არარის ის კაცო რო გაგვყიდის როგორც ვან პერსი და მტრის ბანაკში არ გადავა
DIMA
10:17 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული