"იუნაიტედის" ბოსები გამალებით ეძებენ პოლ სქოულზის სრულფასოვან შემცვლელს, რომელმაც კარიერა დაასრულა და ასეთად ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ესახებათ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ისეთი წინადადებით მიმართავს, რომ კატალონიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ - საუბარია 35 მილიონ ფუნტ სტერლინგზე.
შეგახსენებთ, რომ თავად ფაბრეგასმა ბოლო დროს განაცხადა, რომ "ბარსელონაში" თავს ბედნიერად გრძნობს.