სტივის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულზე გასდიოდა. რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები, ეს არ ხმაურდება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთელი, როგორც მინიმუმ, ძველ ანაზღაურებას მაინც შეინარჩუნებდა, რადგან წლები კი გადის, მაგრამ გუნდისთვის მისი ღირებულება არ კლებულობს.
სტივი ძველებურად დამაჯერებელია მინდორზე, მოედანს მიღმა თანაგუნდელებზე მისი გავლენა კი სულ უფრო იზრდება. ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერის ინიციტივა ბრენ
"ვფიქრობ, ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. "ლივერპულში" უკვე წლებია, რაც ვთამაშობ და სწორედ ამიტომ ვარ დღეს ძალიან ბედნიერი. ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის გამოც. თანამშრომლობის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ აქ საჭირო ვარ და ჩემი ჯერ კიდევ სჯერათ. ამიერიდან შემეძლება მხოლოდ ჩემს საქმეზე გავაკეთო კონცენტრაცია," - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.
2012/13 წლების სეზონში ჯერარდმა ყველა ტურნირში ერთად 46 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან, მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო მას სეზონის დასკვნითი ნაწილი გაუცდა. სტივი "ლივერპულის" აკადემიაში 15 წლისა მოხვდა.
პროფესიულ კარიერაში კი უკვე 14 სეზონი აქვს გატარებული "ენფილდზე". სტივს პრემიერლიგაში 439 თამაში აქვს ჩატარებული (ყველა ტურნირში ერთად 630), მის ანგარიშზე კი 98 გოლია (სულ 150).
ასევე იხილეთ:
"ლივერპული" აზიური ტურნეს დაწყებამდე