ექსკურსიის შემდეგ კლუბის ავტობუსს, რომელიც სასტუმროში მიდიოდა, ვიეტნამელი ქომაგი გაეკიდა.
გულშემატკივარი ცდილობდა, ავტობუსს არ ჩამორჩენოდა და ამასობაში ბოძებს და ხეებს ეჯახებოდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მიუღია და სირბილს აგრძელებდა.
როცა ფეხბურთელებმა მორბენალი გულშემატკივარი დაინახეს, სხვადასხვა შეძახილით მისი გამხნევება დაიწყეს და მწვრთნელებს მასთან კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდნენ.
ამის შემდეგ კი ავტობუსი გაჩერდა და "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ქომაგი ტრანსპორტში მიიწვია, სადაც გულშემატკივარმა ფეხბურთელებს ხელი ჩამოართვა და მიკელ არტეტასთან
თურმე "არსენალის" ფანი ავტობუსს 6 კილომეტრი მისდევდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.