ლუისი მონდომებულია. 20 წლის ნახევარმცველს "ენფილდზე" ადაპტაციაში თანამემამულეები ეხმარებიან, თუმცა ფეხბურთელისთვის პროფესიონალიზმის ეტალონი ჩაბი ალონსოა, ფეხბურთელი, ვინც მერსისაიდელთა რიგებში ხუთი წლის განმავლობაში (2004/09) თამაშობდა. ახალგაზრდა შუახაზელმა ინტერვიუ საკლუბო ვებგვერდს მისცა.
- შესანიშნავი იქნება, თუკი ისეთივე წარმატებულ კარიერას გავიკეთებ, როგორც ჩაბიმ მოახერხა. ჩემთვის ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, ნამდვილი
ამ ეტაპზე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აქ ისეთი ჩემპიონატიდან მოვედი, სადაც თამაშის რადიკალურად განსხვავებულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. პრიმერაში ნამდვილად არ არის ასეთი დიდი დატვირთვა და ასეთი მაღალი ტემპი. რეალობას ნელ-ნელა ალღოს ვუღებ და ვარჯიშების ინტენსივობასაც ვეჩვევი.
საწვრთნელი პროცესი სერიოზულად განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვიყავი შეჩვეული. ეს პირველ დღესვე დავაფიქსირე. იმისთვის, რომ აქაურ ტემპს გაუძლო, განსაკუთრებულად კარგად უნდა იყო ფიზიკურად მომზადებული. ახლა სწორედ ამაზე ვაკეთებ აქცენტს. ნამდვილად არ მინდა, თანაგუნდელებს ამ მხრივ რაიმეთი ჩამოვრჩებოდე.
კოუტინიოს "ესპანიოლში" ასპარეზობის პერიოდიდან ვიცნობ. ბრაზილიელი ძალიან ძლიერია. კარგი შანსი მაქვს, ვუყურო მის თამაშს და ბევრი რამ ავითვისო. თანატოლები ვართ და ორივეს პროგრესისკენ დაუღალავი ლტოლვა გვაერთიანებს. თანაც, შედეგის მისაღებად მაქსიმუმს ვაკეთებთ.
"სევილიაში" საწვრთნელი პროცესი "ბარსელონასგან" განსხვავებულია, თუმცა ინტენსივობის თვალსაზრისით, ამჟამინდელი ყველას აღემატება, სადაც კი ოდესმე მითამაშია. თუმცა მსგავსებაც არის. როჯერსი უპირატესობას ბურთით ვარჯიშებს ანიჭებს, ეს კი კატალონიელთა სტილს მაგონებს. იმისთვის, რომ გუნდმა ახალი რეალობა აითვისოს, დროა საჭირო. შედეგი მხოლოდ ამის მერე მოვა. მაგალითად, "ბარსელონაში" ამ ყველაფრის დანერგვა იოჰან კრუიფის მწვრთნელობის პერიოდიდან დაიწყო.
ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოკლე პასებსა და მუდმივ მოძრაობას ნახევარდაცვაში. გუნდში მრავლად არიან ტექნიკური და ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები, რაც ამოცანას აიოლებს. პირადად მე მუდმივი პოზიცია არ მაქვს. შემიძლია ვითამაშო როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისე თავდასხმაში. მომწონს მოედანზე მუდმივი გადაადგილებები. სიამოვნებით დავდგები ისეთ ადგილას, სადაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში გუნდს მეტ სარგებელს მოვუტან.
"ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა იმ 28 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელთაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში იახლებს თან. 16 ივლისს ინგლისიდან 25 ფეხბურთელი ერთი თვითმფრინავით გაფრინდა, კონფედერაციის თასზე მოთამაშე სამეული კი - ლუის სუარესი, სებასტიან კოატესი და პეპე რეინა - გუნდს ადგილზე შეუერთდება. "ლივერპულს" ლიდერთაგან მხოლოდ ტრავმირებული დენიელ სტარიჯი დააკლდება.
მეკარეები: ბრედ ჯონსი, პეპე რეინა, სიმონ მინიოლე;
მცველები: გლენ ჯონსონი, ხოსე ენრიკე, კოლო ტურე, ჯონ ფლენაგანი, დანიელ აგერი, მარტინ კელი, მარტინ შკრტელი, ანდრე უისდომი, სებატიან კოატესი, ჯეი რობინსონი;
ნახევარმცველები: ლუის ალბერტო, სტივენ ჯერარდი, ფილიპე კოუტინიო, ჯორდან ჰენდერსონი, სტიუარტ დაუნინგი, ჯეი სპირინგი, ლუკას ლეივა, ჯო ალენი, რაჰემ სტერლინგი, უსამა აისადი, ჯორდონ აიბი;
თავდამსხმელები: იაგო ასპასი, ფაბიო ბორინი, ლუის სუარესი, დანი პაჩეკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის ალბერტო: "ლივერპულში" გადასვლით, ჩემი ოცნება ახდა