ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" ძველი გვარდია მხეცივითაა!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძალიან კმაყოფილია გუნდის ვეტერანების საქმისადმი მიდგომით.

"ჩელსი" აზიურ ტურნეს მართავს პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის მზადების ეგიდით.

"ბოლო დროს, როცა გუნდის მუშაობას ვუყურებ, როცა ვუყურებ, როგორ ვარჯიშობენ ტერი, ლემპარდი და კოული, რომლებიც დიდი ხანია, 30-ს გადასცდნენ. დაიმედებული ვარ.

მიხარია და ვხვდები, რომ გუნდის გაკონტროლებაში პრობლემა არ მექნება. როცა ეს ბიჭები თავს დებენ, მეტი არგუმენტები მექნება, რომ სხვებსაც იგივე მოვთხოვო.

შემეძლება, ახალგაზრდებს ვუთხრა - შეხედეთ ძველ გვარდიას, ისინი ნამდვილი მხეცები არიან და თქვენ, 20-22 წლის ბიჭებს, დავიჯერო,
მეტი არ შეგიძლიათ?!"
- აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი": ჟოზე მოურინიო ღირსეულ თამაშს ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული