"ეშმაკებმა" გულშემატკივართა ყურადღების გადატანა სხვა, ამჯერად უკვე სასიამოვნო თემაზე გადაწყვიტეს.
ლაპარაკია "ტოტენჰემის" 24 წლის უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერზე. "იუნაიტედი" მასში 60 მილიონ ფუნტს (70 მლნ ევრო) იხდის.
კლუბის ვებგვერდმა ამ თემაზე "მირორის" საგაზეთო მასალა გადაბეჭდა. პლუს, დადასტურდა ინფორმაციაც, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა "იუნაიტედი" აზიურ ტურნეში მიატოვა და მოლაპარაკებებისთვის ინგლისში დაბრუნდა.
ცხადია, უკანასკნელი წონადი არგუმენტია იმის დასადასტურებლად, რომ ინგლისის ჩემპიონები სერიოზულად არიან განწყობილნი. ლონდონელთა
"დეზები" ყველაფერს აკეთებენ, რომ გუნდის უმთავრესი იმედი შეინარჩუნონ. ესპანური წყაროების მტკიცებით, ჩრდილოლონდონელები მზად არიან, ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგონ. ბეილის ანაზღაურება 4,5 მილიონი ფუნტია.
კლუბი მას წელიწადში 9 მილიონს სთავაზობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, გარეთი ვერ გახდება პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
ბეილის ხელშეკრულება "ტოტენჰემთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გუნდში ის 2007 წლის ზაფხულიდან ირიცხება და მას მერე ჩემპიონატში 146 თამაშში 43 გოლი და 31 საგოლე გადაცემა მიითვალა. აქედან უმრავლესობა მან ბოლო ორ სეზონში დააგროვა.
ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" დანებდა: გარეთ ბეილს ვერ იყიდის...