ალვარო ნეგრედო "მანჩესტერ სიტიში" 9 ნომრით ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 27 წლის ალვარო ნეგრედო ოფიციალურად წარადგინა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ესპანელმა ფორვარდმა "სიტისთან" "ხანგრძლივი" კონტრაქტი გააფორმა.

ალვარო ნეგრედო ინგლისურ გუნდს მალე შეუერთდება და სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. "სევილიას" ყოფილი ცენტრფორვარდი 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ნეგრედო "სიტის" მესამე ახალწვეულია. შეგახსენებთ, რომ "სევილიადან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა ხესუს ნავასიც.

ესპანური პრესის ცნობით, ნეგრედო მომდევნო 4 სეზონს გაატარებს "სიტიში", ხოლო "სევილია" მის ნაცვლად 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე იხილეთ:
ალვარო ნეგრედო: "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა პელეგრინიმ გადამაწყვეტინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული