"ლივერპულის" სპონსორი "ენფილდზე" რჩება

AutoSharing Option
"ლივერპულსა" და "სტანდარდ ჩარტერდს" შორის სპონსორული ხელშეკრულება პირველად 2010 წელს გაფორმდა. მას მერე მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობით კმაყოფილნი არიან, რისი დასტურიც არის მათ მიერ ბანგკოკში 2016 წლის ზაფხულამდე გათვლილ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა.

მხარეები სამი წელია, დაუღალავად მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორი კომპანიების პოპულარიზაციის მიზნით. ისინი ერთად გეგმავენ და ახორციელებენ რიგ წარმატებულ სოციალურ პროექტებს. "ლივერპულის" ფუნქციონერები და ფეხბურთელები ხშირად მონაწილეობენ მასშტაბური პრობლემების წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში. მაგალითად, უსინათლოთა დასახმარებლად, შიდსის გავრცელების წინააღმდეგ საგანმანათლებლო აქციებში და ასე შემდეგ.

ბილი ჰოგანი ("ლივერპულის" კომერციული დირექტორი):
"როდესაც 3 წლის წინ "სტანდარდ ჩარტერდთან" გავაფორმეთ ხელშეკრულება, მივხვდით, რომ ვიპოვეთ სანდრო პარტნიორი, რომელიც იზიარებდა ჩვენს მისწრაფებებს და რომელთან ერთადაც შეიძლებოდა ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთგულებას ჩვენი საქმის მიმართ"
.

პიტერ სენდსი ("სტანდარდ ჩარტერდის" აღმასრულებელი დირექტორი): "ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს ვაღრმავებთ. "ლივერპული" ძალიან პოპულარულია იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ბედნიერები ვართ, რომ ამ ფანტასტიკურ კლუბსა და მის ემოციურ გულშემატკივრებთან მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ".

წავა თუ არა უისდომი?
20 წლის ლივერპულელ ანდრე უისდომს ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მარჯვენა, ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობა. სწორედ ამის წყალობა იყო, რომ ფეხბურთელმა 2012/13 წლების სეზონში "წითლების" რიგებში 19 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირზე. თუმცა მას კარგად ესმის, რომ მწირი პრაქტიკის პირობებში ის ვერ გაიზრდება. ბრენდან როჯერსმა მას პირადად შესთავაზა ერთწლიანი იჯარით რომელიმე კლუბში გადასვლა.

უისდომის სამსახურით დაინტერესებულები არიან "ფულჰემი" და "უიგანი". ანდრეს მსგავს პერსპექტივას დიდი ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის გუნდის მწვრთნელის რჩევას მაინც გაითვალისწინებს.

"როჯერსმა მითხრა, რომ ის ყურადღებით გაეცნობა საიჯარო შემოთავაზებებს. "ლივერპული" ევროთასებზე არ თამაშობს, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონში თამაში ნაკლებად მომიწევს. იჯარა ერთ-ერთი ვარიანტია და ამისთვის მზად ვარ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მოსამზადებელ პერიოდში საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ, იქნება, ჩემი გაშვება საჭირო აღარც გახდეს," - განაცხადა ანდრე უისდომმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის ალბერტო, ჩაბი ალონსოს მიერ გაკვალულ გზაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული