ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა 23 წლის შჩესნი ჯანზე იყო, სასტარტოში მუდმივად ის იდგა. ახალგაზრდა პოლონელის მიმართ ცალკე გულშემატკივრებსა და ცალკე ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებს პრეტენზიები დაუგროვდათ. ალბათ ამის წყალობა იყო, რომ "არსენალს" არაერთი სახელოვანი მეკარის ტრანსფერი დაუკავშირეს.
მაგალითად - იკერ კასილიასის (რეალი), პეპე რეინას (ლივერპული), რენე ადლერისა (ჰამბურგი) და ჟულიო სეზარის (ქუინზ პარკი). ჭორები ჭორებად და
- იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მწვრთნელი კიდევ ერთ მეკარეს მოიყვანს, ჩემი მხრივ, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძოლო. "არსენალი" ჩემს გულშია და აქედან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია.
როდესაც ამას ვამბობ, ნამდვილად გააზრებული მაქვს ყველაფერი. კონკურენცია ფეხბურთში აუცილებელია. როდესაც ფაბიანსკი ფორმაში იყო, მასთან ბრძოლა ერთი სიამოვნება იყო. ამ პროცესით უზარმაზარი სარგებელი მივიღე. მძაფრ კონკურენციას ფეხბურთელზე მხოლოდ დადებითი გავლენა შეუძლია იქონიოს.
ჩემი თვითშეფასება არასოდეს ყოფილა დაბალი. ასე რომ, რაც უნდა მოხდეს, საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. დღესაც ასეა, ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და მინდა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყო, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფები. "არსენალში" ახალი მეკარის მოსვლაზე ლამის ყოველ წელს თავიდან იწყება ხოლმე ლაპარაკი. მწვრთნელს კი არაერთხელ დაუმტკიცებია ჩემთვის, რომ ჩემი სჯერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლონდონის "არსენალი" ხოსე რეინას შეძენას გეგმავს