შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" ამ ზაფხულს "ფიორენტინადან" სტევან იოვეტიჩი, ხოლო "სევილიიდან" ალვარო ნეგრედო დაიმატა. თუმცა ტურინის "იუვენტუსში" კარლოს ტევესი წავიდა.
"ვფიქრობ, უძლიერესი ფორვარდები გვყავს. მათ ყველას ერთ დროს შეუძლია თამაში ან შეიძლება შეტევის წინა ხაზზე იოვეტიჩი და აგუერო ათამაშო.
ზუსტად ასეთი შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, ორ ფრონტზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვიბრძოლოთ.
ამჟამად კი ყველაზე მნიშვნელოვანია, "ნიუკასლთან" მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ, რომ სეზონი ჩვენი სცენარის მიხედვით დავიწყოთ", -
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით